შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნეთი


25-04-2020, 08:49
ავტორი toma77
ნანახია 920

აღარსად დამრჩა იცის ღმერთმა ნავსაყუდელი, დღეს იმისგანაც წამოვედი ვინც მე მინატრა, ველი აღსასრულს თვალახილული როგორც კურდღელი! ჯვრის რა ღირსი ვარ ღმერთს რით ვგავარ კლდეზე მიმაკრან.
ტაეპებს ობოლს დაუღამდათ წუხელ წვიმაში და რა ვუყოთ რომ ისეც სუსტი რითმა გაცივდა რომ ნემსის ქურდი ვერ ვიპოვეთ ხეშეშ თივაში იქნებ არც ვეძებ დავიჭირო იქნებ არც მინდა და შენ კი შორს ხარ ისე შორს ხარ უდაბნოს იქეთ, ცხრა დღე იქროლოს ვერ მოაღწევს შენამდე ქარი, ვზივარ ქვიშაში გაყვითლებულ ფერდობებს ვითვლი აქ იყო ღმერთი ჰო ოდესღაც და აღარ არის
როცა წავიდა თან არ წავყევ აქ არ ვიყავი და ღმერთმა უწყის საით ვეგდე რომელ ტალახში.
დაუბანია ცოდვას თურმე ჩემზე ხელები, პონტოელივით ლაღიც არ ვარ თავს ვერ მოვიკლავ, ერთხელღა სთხოვეთ იმ დალოცვილს შემოგევლებით და გამატარეთ ჩავიდე და მზე სხვას მოგიყვანთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent