სამართალი
ნუთუ შეიძლება სამართალი დავარქვათ ამას, როცა ფული და სიბინძურე სიკეთეს ფარავს? როცა ართმევენ გაჭირვებულებს სულ ბოლო ლუკმას, და მსგავსი სახით იმდიდრებენ საკუთარ სუნკას? ნუთუ შეიძლება სამართალი დავარქვათ იმას, როცა ინვალიდს და უპატრონოს ართმევენ ბინას? როცა მოხუცებს გარეთ დარჩენილს სიცივე ყინავთ, და მათ მუდარას ხვეწნას თუ თხოვნას ატანენ ნიავს? განა შეიძლება სამართალი დაერქვას ამას, როცა უყურებ ავადმყოფობა შენს მშობელს ტანჯავს? როცა არ შეგწევს ძალა იშოვნო საჭირო ფული, და ამის გამო საბრალო მშობელს ეცლება სული? ნუთუ შეიძლება სამართალათ ჩავთვალოთ ისიც, როცა მშობელი ვეღარ უყურებს ბავშვების სიცილს? ვეღარ ეხება ვერც ეფერება საკუთარ ჩიტებს, რადგან შეცდომით მის ციხის კარებს ადებენ კლიტეს, განა შეიძლება სამართალათ ჩავთვალოთ ისიც, რომ უსამართლოთ გასამართლებენ და შენ ეს იცი? გსვამენ კლეტკებში გისჯიან სასჯელს გართმევენ შვებას, და სიმწრით ხვდები რომ უნდა დაჰყვე ვიღაცის ნებას, განა შეიძლება სამართალი დაერქვას იმას, როცა ბავშობის მეგობრები გითხრიან მიწას? მეგობრის გამო დაუფიქრებლათ ებრძოდი ყოველს, ეხლა კი ვირთხა მოურიდებლათ გიმართავს ბრძოლებს, განა შეიძლება სამართალი დავარქვათ ამას, როცა საცოლე სიყვარულს უხსნის იქ ვიღაც სხვასაც? თბილათ გეხება გეალერსება სინაზეზს ხატავს, მაგრამ ის ვიღაც ფიქრათ რომ მოდის თავს ვეღარ მართავს, მე ამ სამართლის ძიებაში გავლიე წლები, და იმას მივხვდი რომ თვით ცხოვრება ყოფილა ძნელი, ვცდილობ გავიდე და გავიარო ბილიკი გრძელი, და არ მაშინებს მე მისი სიგრძე ან სიღრმე ბნელი, რადგან ერთხელ ვართ მოსული ქვეყნათ და ერთხელ წავალთ, და სანამ შევძლებ ცხოვრების ბილიკს ავყვები ავალ, ხოლო იქ მისულს ზეცის კარებთან თუ დამხვდა ევა, არას ვინანებ და მომღიმარი ამაყათ შევალ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.