ვარდისფერ ცაზე
ვარდისფერ ცაზე ცისარტყელა მთვარეს გადაწვდა და ოცნებებმაც გაარღვია სივრცე და განი ახლა იმედი რეალობას თითქოს შეერწყა და მიწამ მთვარეს შვიდივ ფერით გამოსდო მკლავი მე, ფრთაშესხმული, მივატოვებ მიწას ნესტიანს და გადავიფრენ ჰორიზონტის უგრძეს კიდეებს კიდის მიღმა ხარ და ჩუმი ქარი გახებს გრძელ ხელებს შენ გაოცდები და უეცარი აღმაფრენით გახედავ მთვარეს შენც დაინახავ მთვარის შუქზე გადებულ შვიდფერს მზის სხივი მასზე მოკრძალებით როგორ ეშვება შენც შეიმოსავ გაზაფხულის საოცარ ნათელს და უსასრულო აღტაცება შენშიც შემოვა გზა ვიწრო რთული ოცნებებით გახდა ფერადი შენ საოცრება, შვიდივ ფერით მოვალ შენამდი მაგრამ ფიქრებმა გამომტაცა ოცნება ჩემი და კვლავ შავთეთრად გადაიქცა ოცნების ფერი შენ დამინახავ, ვარდისფერ ციდან ჩუმად რომ გიმზერ სახეს მიფარავს ის მზის სხივი ახლა რომ ჩავა მთვარე გაშორდა ცისარტყელის შვიდივე ფერებს და მომაკვდავი ჩავეშვები ბობოქარ მორევს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.