აღსარება
რა გგონია, ჩემთვის ადვილია? ფილტვები ჟანგბადს აღარ იღებენ გუშინ სინდისის ვიყავ ქელეხში დღეს სიბინძურის ვარ მოზიარე რა ვქნა, ხმამაღლა ფიქრი დამჩემდა ქუჩაში თვალებს ვერ მისწორებენ მე გიჟი არ ვარ, სიტყვებს ვაღმერთებ და სულისათვის გალავანს ვაშენებ ისე დამღალა ცხოვრების დევნამ წელში მოხრილი დავიარები რაც უფრო მეტის შევძელ ატანა ბედმა იმდენი გოლი გამიტანა აღარ მაქვს ძალა, დავიღალე თითქოს, სხეული ჩემი გავიხადე სულის სიშიშვლე ვერ ავიტანე და კვლავ სიყალბეს შევეფარე დროა წავიდე, მიწას ვეწვიო ძვლებს სასიკეთოდ შევეწიო არას დავეძებ სულის სამყოფელს საქმე გამოაჩენს ჩემს "სამოთხეს" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.