გაუცინართა ხელმწიფევ..
ელავს და ზეცა ჩამოდის ფეხად დუმს დედამიწა გულივით ჩუმი გაუცინართა ხელმწიფევ, ფეჰრად! შენ მიიბარე სევდა უკუნი.. ცრემლები ისევ ააშრო სიცხემ, სიცხემ იდუმალ ბილიკთა შორის, როცა მეგონა.. მირონი ვიცხე.. თურმე შენამდე ყოფილა შორი.. ვერ ისვენებდა შუაღამ გული, ეძება.. შვება ვერ ჰპოვა ვერსად, შენ მიიბარე მძიმე წარსული გაუცინართა ხელმწიფევ, ფეჰრად.. ოდესღაც ჯარათს გეძახდნენ მეფეს, ვერ გაგეტოლა ვერავინ ქვეყნად, შემომეშველე.. წყვდიადში მფლეთენ, და შენი ძმობა მაჩვენე ეხლა.. მაგრამ დუმილში გაწირულ ძლიერს.. მოსისხლეებმა დამაჭრეს ფრთები.. რომ ნაღალატევს ადვილად მძლიეს.. და რომ ისევ შენს მეგობრად ვრჩები.. ელავს და ზეცა ჩამოდის ფეხად, ო, ნეტავ, ჩემს ბედს დაეცეს მეხი, გაუცინართა ხელმწიფევ, ფეჰრად.. დრო მოვა.. ისევ აღვსდგები მკვდრეთით.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.