შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომიწევს..


7-07-2020, 16:55
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 279

ჯერთ გაუხედნავ სიყმაწვილეს მიაფრენს ქარი..
წამოვყვინჩილდი.. თითქოს სიბრძნეც არ არის შორი..
ო, რამდენჯერაც გზად შემომხვდა ოცნების ქალი,
იმდენჯერ ცუდად ვითამაშე მიჯნურის როლი..

ფიცხი ვარ, ფიცხი, ისე როგორც ტრამალზე ცეცხლი,
დაუდუღარი მაჟარივით ვბუზღუნებ, მოვთქვამ,
შავდება გული მარტოსული და როგორც ვერცხლი,
გრძნობათა ცეცხლში სიყვარულის დავდნები სუნთქვად..

თქვენ ხომ არ იცით, როგორ მიყვარს ცვრიანი მარწყვი,
მწიფე ბროწეულს ვერ გავუგე აქამდე გემო..
ყოველ გზის პირას, რაც კი მოვვლე, დამიხვდა ანწლი,
და უკვე ვწუხვარ ბავშვები რომ არ მოჰყავს წეროს..

ჯერ შემოუთვლელ სიყვარულებს მიაფრენს ქარი
და ტრამალების გრილ სიოში ჩაუშლის დალალს,
სადაც შევაღე, სიყვარულით აღსავსემ, კარი,
ყველგან დამცინეს გრძნობებში და ფიქრებში ალალს..

გადაუმალავთ სიყვარული.. სვამეხ სოვდაგრებს..
მალვა უნდაო.. გაძვირებას უცდიან ალბათ..
სხვა ვერრა ვპოვე.. პამიდორში ხახვი მოვდაღე,
ბევრ გამოუცდელ დიასახლისს ვაჯობე ახლაც..

გვირილის ტევრში მოვარღვევდი შენს სურნელ იებს,
რომ ცის მზვარეში გადაშლილი ვარდი მენახა..
კამელიებო, რას მერჩოდით, რისთვის მემთხვიეთ,
სადღა ვეძებო.. გზას ვაწყდები კითხვით: შენა ხარ?!

გადამეკარგა ლურჯქათიბა ბულბული ჭალის,
ჰოი, არწივო, ფრინველთ მეფევ, შემოგთხოვ შველას,
მომაძებნინე ჩემი სუნთქვა და სიალალე,
გადამეკარგა.. თუ გამიგებ აწ მხოლოდ შენღა..

ეჰ.. დამაკლდება სიჯეილევ, მახვილი თვალი,
მაინც რა ცუდად შეასრულე შენ შენი როლი,
გადამეკარგა.. გამეხიზნა, ლოდინით მთვრალი..
მომიწევს კვლავ ტკბილ ილუზიას დავარქვა ცოლი..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უცნაური მე
აღარა ჰყავს ლაზაზოს სანუკვარი ფერია,
მარტოა და უმიზნოდ მოწყენილი ძალიან..

ეს გამახსენდა ახლა.
თავიდან გადავიკითხე, ძალან მიყვარს "თაფლუჭივით მომინდა"

მოვა, მოვა სად წავა აბა..


ჰოო.. მოვა.. მეც კი ვერ გავიხსენე უცებ :)
ყოჩაღ

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

Izabela Tqveni

Leqsebi ????????????????

❤????????????????????????????????????????????????????????????????????❤????????????????????????iZabela miy arxar

Xvalgnaxav

????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent