შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


15-07-2020, 20:56
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 047

კართან ვიდექი, არ გავდიოდი, რადგან ველოდი სიკვდილის ალერსს.
უძლეველ სიტყვას თურმე მე ვძლიე და ეს კალამიც ანნაზე დაწერს.
მისი თვალები ქვესკნელს ანათებს, ზეცაში თურმე ის ხმალსაც ალესს
და ის მიიღებს ამ განსხვავებულ, სულ არავის მსგავს მშვენიერ რვა ფერს.

კართან ვიდექი, არ გავდიოდი, მე შენს დანახვას ველოდი ცეცხლით,
მაგრამ არასდროს მე და ის სხვა მე ამ ჩვენს არჩევანს სულაც არ შევცვლით.
ვიცი არ მოვა ალბათ ის ღამე, როცა მე შევწყვეტ ამ უწყვეტ წერას,
შენ შეგადარებ ქალღმერთ ათენას ან საერთოდაც იმ ქალღმერთ ჰერას.

კართან ვიდექი, არ გავდიოდი, ვუცქერდი ჩემს ჩუმ, მქუხარე რბოლას
და ეს რბოლა ხომ ყველა ნეგატივს და უგუნურთა აზრებს დღეს ბოლავს.
ამ ჩემს რბოლაში შენც ჩაგითრიე და შენ მიაღწევ ჩემგან განღმრთობას,
მე მხოლოდ შენს ხმას ვეტყვი: "მჭირდები, რომ გავუმკლავდე უკუღმართობას".

კართან ვიდექი, არ გავდიოდი, რადგან ველოდი სიკვდილის ალერსს.
უძლეველ სიტყვას თურმე მე ვძლიე და ეს კალამიც ანნაზე დაწერს.
მისი თვალები ქვესკნელს ანათებს, ზეცაში თურმე ის ხმალსაც ალესს
და ის მიიღებს ამ განსხვავებულ, სულ არავის მსგავს მშვენიერ რვა ფერს.

#გიჟითავისუფალია
#მეტიპოზიტივი
#აა❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent