შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავიდა დრო


20-07-2020, 12:11
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 533

რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა როცა სულ ბოლოს გნახე,
მაგრამ კვლავ მაინც დაუძლეველი გამხდარა ჩემთვის მაგ თვალთა მახე.
რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა როცა ვთქვი მე ნახვამდის,
მაგრამ ეს ნახვა ამ წლიდან წლამდე მუდმივად ისევ ჩუმად გადადის.

რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა როცა წავედით ჩქარა,
შემდეგ საერთოდ ხმა არ გაგეცი და შენმა გულმაც იქ გაიხარა.
რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა როცა მითხარი: "არა".
მე შენ გითხარი: "ეგ დაიკიდე, რადგან სიცოცხლე კვლავ გაიპარა".

რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა ჩემში რაც ჩადგა ქარი,
მე ამ წყვდიადში და სიჩუმეში ყველა გრძნობას და სითბოს გავკარი.
რამდენი თვე და ეს სამი წელი ველოდი ისევ მხოლოდ ჩვენს მომენტს,
ეს მომენტი კი უფრო ჩემია, ჭუჭყს ჩემი ხელი უწყვეტად მოწმენდს.

რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა რაც ვერ გავიგე ხმა,
რადგან მე თურმე მარტომ გავძელი და კითხვაც არვინ არ დამისვა.
რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა რაც შენ მომეცი ძალა,
ჩემი გული ხომ ამ დროის შემდეგ ძირფესვიანად სულ დაიცალა.

რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა როცა სულ ბოლოს გნახე,
მაგრამ კვლავ მაინც დაუძლეველი გამხდარა ჩემთვის მაგ თვალთა მახე.
რამდენი თვე და ეს სამი წელი გავიდა როცა ვთქვი მე ნახვამდის,
მაგრამ ეს ნახვა ამ წლიდან წლამდე მუდმივად ისევ ჩუმად გადადის.


#გიჟითავისუფალია
#მეტიპოზიტივი
#აა❤



№1 სტუმარი izabela

ვცდილობდი რომ დამევიწყებინა შენი სახე,
თურმე მე ბედისწერამ დამიგო რამდენი მახე.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

მე დამიწერე ესლექსი თუ მედამიწერე დიდომადლობა????????????????????????????❣???? მიყვარხარ

 


№3 სტუმარი izabela

ხო მარი ჩემო მეგობაროოოოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent