დამი'ბრუნდები
უნდა შეიგრძნო ყველა წამი, როცა განგიცდი, ყველა საათზე შევაჩერე ძვირფასო დრო და ალბათ ათასი საუკუნე კიდევ დაგიცდი, ლოდინის ბოლოს, რომ ვიცოდე უთუოდ მოხვალ. მავსებ და მფიტავ ერთდროულად, კვლავ გშლი და გხატავ, სულის ანგელოზს შენს თბილ მკერდზე მშვიდად ვაძინებ. როგორ ტკბილი ხარ, როცა ჩემი ფიქრების ზღვა ხარ და როგორ მწარე თუნდ დროებით როცა გაცილებ. დამი'ბრუნდები შენებურად მარტივ სიმშვიდით, საოცარი ხარ და საოცრად ადამიანობ, გამოვარჩიე სხვებისაგან შენი ღიმილი და დაგიჩემე.... აგიჩემე ადამიანო... ღრმად მწამს და მჯერავს, არ ვსრულდებით ვიწყებით აწი, თუნდ ამ გზის ბოლოს გაუჩეხავ ტყესთან მივიდე. შენ მოგაბარე ჩემს სხეულში მცხოვრები ბავშვი, და სანამ შეძლებ შენებურად მინდა მივლიდე. უფლება არ გაქვს არ შეიგრძნო ყოველი წამი, ყველა ჩასუნთქვას უშენობის დაჰყვება შიში. მსურს ერთხელ მაინც დაგანახა ჩემებურ თვალით, რაოდენ გგრძნობ - თან რა ლამაზი გრძნობები ვიცი. და როცა შეგხვდი ერთ ეტაპად დასრულდი ... მორჩი, ახალი სხივი მოიტანე ჩემს სულთა შინა. თუ შენგან წავალ გთხოვ ჯიუტად შენ მაინც მოდი, რადგან იცოდე შენთან ყოფნა ყოველთვის მინდა. თუნდაც გითხრა, რომ აღარ გგრძნობ და აღარ განგიცდი, ტყუილებს ვსწავლობ, რომ ჩემს სულში ნაკლებად ქუხდე. და რომც გამიშვა სადღაც ... ჩუმად მაინც დაგიცდი, შენ კი უღმერთო უნდა იყო რომ არ დაბრუნდე. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.