ეს, ისე, ნახევრად ხუმრობით...
უნდა მოვარდე და მომიტაცო, მოულოდნელად, თავზარდამცემად; უნდა გამოჩნდე, გამომეცხადო, ავაზაკად და ყაჩაღ - დამცემად! უნდა დამესხა, როგორც მებრძოლი, ვერა ვიღონო თავის დამცველად; უნდა ამიღო როგორც ქალაქი, ოდეს იღებდნენ განსაძარცველად; უნდა დამიხვდე, შემომიძახო: მე მოგევლინე შენ განსაცდელად! ხელს ნუ შემიშლის ვინმე მავანი, თორემ მზად იყოს გარდასაცვლელად! შენ კი რა ჩუმად, წყნარად ჩაივლი, იძულებულს მხდი მე დასაცდელად; დრო იწელება, დრო ნელა მიდის, როგორ ზოზინით, რა დამქანცველად . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.