შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პლანეტას დარდებით ვამძიმებ


10-09-2020, 16:51
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 071

ჩემს ლექსებს ვუცხადებ სამძიმარს,
დავლიე ცოდვების ბარძიმი,
შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს,
პლანეტას დარდებით ვამძიმებ.

ვეწევი, შემეშვი, ნახე შენ,
ნაცნობებს ჩემს წრეში ვამცირებ,
მესროდნენ ზურგში და სახეში,
და მაინც ვერავინ გავწირე.

შემეშვით ქარებო ორპირო,
მარტია, გავარტყი ამ წვიმებს,
და როდის ყოფილა ძმობილო
ნაბიჯებს უთვლიდნენ არწივებს.

კვირტები ყვავილს ვერ იტევენ
აპრილში ველოდოთ ნარცისებს,
გულში მაქვს დარდები იმდენი,
და სულში სიმშვიდე არც ისე.

ფიქრები მოკალი ნუ სცოდავ,
მე მხოლოდ ნერვები მაცინებს,
დარჩება ჩემს გვერდით სულ ცოტა,
სხვებმა კი ჯერაც ვერ გამიცნეს.

რამდენმა ცრემლებზე დამცინა,
მე ვტირი, სხვებს ისევ ვაცინებ,
შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს,
პლანეტას დარდებით ვამძიმებ.

შმაგი წიკლაური




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent