შემოდგომაა
შემოდგომაა, ...ჩემი თვე და ჩემი მთაწმინდა. ცა ნისლისფერად იღებება წვიმისფერ ნისლი- ახურავს ქალაქს და უეცრად ისე გაწვიმდა ქოლგას ვაფარებ თავზე, ...ჩემი გრძნობების წისქვილს. თავკუდმოგლეჯით გადაფრინდა მერცხალი სხვაგან, რომ დაინახა ქალაქს მუქი ზეცა ეხურა.... ამზადებს დედა საწოლისთვის ზამთრისფერ საბანს და ყველა გარბის თბილ ქვეყნებში მხოლოდ ბეღურა- რჩება და რჩება, უცდის და უცდის, ერთგულად ქალაქს, ქალაქის სითბოს... ბებია ყველს ზელს სამთრისთვის გუდის, ბაბუა რთველში ბარაქას ითხოვს. ამ სეზონს უფრო ცივი თვე მოსდევს... მკაცრი ზამთარი, სიცივით ხვნეშა, ოჯახში დედა ამზადებს კონსერვს, მამა ნაჯახით, დაჩეხა შეშა. შემოდგომაა ქვეყანაში, სეზონი წვიმის, ნუ შეგაშინებთ, წვიმით მდნარი არვინ მინახავს. კვირები მიდის, თვეები მიდის. მალე ზამთარიც თვალებს მინაბავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.