სხვა ველი
გარდაველ მთა-ველი, ათასი მტკაველი, გამოჩნდა სხვა ველი, სადაც შენ გაბრწყინდი, ყვითელი ყვავილი, სულ ყველგან ყვავილი, შენ ყვავილებში გამიმასპინძლდი. ქარში და ავდარში შენამდე მოვედი, ცვრიანი ველების ყვავილთა ქიმებით, სხვა, შორეული გრძნობების პოეტი, დაკარგულ მდელოთა ნამით და წვიმებით, ჭექაა ქუხილი მეხით და სხივებით, ახალი მომავლის რწმენით და იმედით, ნაცრემლი მდინარის მგოსანთა ტივებით, ღვთაებრივ ხედების კარამდე მივედით. ფოთოლი აშლილი, კოკორი გაშლილი, გონება წაშლილი, სადაც შენ გაბრწყინდი. ყვითელი ყვავილი, სულ ყველგან ყვავილი, შენ ყვავილებში გამიმასპინძლდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.