შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საღამო


28-09-2020, 23:57
ავტორი sel
ნანახია 1 202

მზე უკვე აღარ ჩანს, საღამო მოდის და
შენ ისევ განიცდი რომ ახლა მარტო ხარ,
არ იცი სხვაგვარად იქნება როდის და
არ იცი ან ახლა და ასე რატოა,
დუნდება ნელ_ნელა ქალაქის ქუჩები
და ნელა მთვარეზეც ნისლები ჩამოწვა _
შენ ახლა გონებას ვერაფერს უშვრები
და ლექსში საკუთარ თავს ეჭვით ამოწმებ,
ხრი დაბლა თვალებს და ცივ კედელს აყოლებ,
გრძნობ მერე რომ თავში ათასი ფიქრია,
ღამდება გარეთ და გწყინს, რადგან საწოლზე
დაღლილი სევდა და სიჩუმე იცდიან,
ოთახიც მოგელის ღამეში სულ მარტო
და ვწუხვარ ძვირფასო, რომ ახლა ასეა,
შენთანაც დარდებმა ნელ_ნელა უმატა,
ჩემთანაც _ ჰაერი დარდებით სავსეა...
დაბნელდა გარემო, სივრცე და გორები
და მთვარეც ღრუბლებთან ახლა სულ ახლოა,
მგონია რომ ისევ ჩემთან ხარ, გონებით,
სხეული კი მხოლოდ გონების სახლია.

Selassie



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

არ ვიცი, შესაძლოა მეჩვნება, თუმცა შეყვარებულ ადამიანს ჰგავხართ, რომელიც ყველა გრძნობას ისე უფრთხილდება, თითქოს ფაიფურის თოჯინა იყოს და შიშობს, რაიმე არ დაუშავდეს.

საოცარი სიფაქიზითა და სილამაზით გადმოსცემთ ყოველივეს.

იცით, ხანდახან სიჩუმე იმაზე მეტის მთქმელი და გამგონეა, ვიდრე მოსაუბრე ბაგეები..)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent