შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკა ძამიაშვილის მინიმალისტური პოეზია (რამდენიმე ლექსი)


29-09-2020, 00:12
ნანახია 1 333

* * *

პაემანი
სარკეში
საკუთარ თავთან..

გძინავს მარტოს.

.

* * *

სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები.

მივხვდი,
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს
ჩემს მიერ განვლილი
და დარჩენილი წლები!..

.

* * *

ოცდაათმეტრიანი კაქტუსის წვენი ვარ.
აფრიკა და უდაბნო.
შენს ფსიქიკაში შემავალი ტალღა,
რომელიც გირღვევს სიმშვიდეს და განდომებს კივილს,
რომელსაც მოგირჩენს ერთი ყლუპი მე.

.

ნ დ ო ბ ა

ბრმამ
ჯოხის დახმარებით
მოგაკითხა სახლში.
შემოუშვი.
წასვლისას კი აღმოაჩინე
საკუთარი საფულის უქონლობა.

.

* * *

ერთ ღერ სიგარეტს
ბევრად მეტი ფასი აქვს,
ვიდრე მათ,
ვინც უამრავ ხალხს კვებავს
შეუსრულებელი დაპირებით!..

.

გ ა ნ წ ყ ო ბ ა

ხეები და სოკოები.
წვიმა.
გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი.
სიყვარული.
მზესუმზირა.
ია.
სიმარტოვე
და სიჩუმის ხმა.

.

* * *

ისეთს არ მიცნობ,
როგორიც არ მსურს
დაგინახო!..

.

* * *

შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

.

* * *

მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!.

.

* * *

დამივარდა ფანქარი.

ნერვები მეტად გამებზარა,
ვიდრე მას გული.

2016

.

* * *

მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად..

.

* * *

მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს,
რადგან ვგრძნობ იმ სითბოს,
რომელიც მას შენი სხეულიდან შეახმა.

.

T r u s t

The blind man visited you
With the help of his stick…

You let him in.

When he left you found out that
Your wallet has gone…

.

* * *

მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

———

After wandering around all alone,
I went back home.

I caught a sight of your picture

And my empty room
Got warmer.

———

После одинокого скитаний
Поднялся домой.

Заметил твое фото

И пустая комната
Cогрелась.



№1 სტუმარი სტუმარი დაკი

ისეთს არ მიცნობ,
როგორიც არ მსურს
დაგინახო!..


მომეწონა,წარმატებები

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

რა კარგია!
ასეთი აქ არაფერი წამიკითხავს.
გადავხედე პროფილს, რომ შემოქმედებას გავცნობოდი და ჯერ მხოლოდ ეს ერთია ატვირთული.
დაგელოდებით!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


გმადლობთ დაკი და ქეთი. ბევრი სიღრმისეული, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური მიგნებები და სხვა წვდომები იქნება, მოკლედ საინტერესო პოეზია და მხატვრობა დაიდება აწი, ან თუ ნახატების განყოფილება არაა, შევუსაბამებ ლექსს მკვლელ ნახატს და ისე დავდებ პოსტს. კომენტარით ხელშეწყობისთვის. მიხარიხართ! იხარეთ და იბედნიერეთ!.. <3

პ.ს. — თუკი ნახავთ ჩემს ამ ან სხვა მინიმალისტურ ან ჩვეულებრივი ზომის ლექსებს ხეზე მინაწერს, შეგიძლიათ გადაუღოთ ფოტო და სოციალურ ქსელებში გააზიაროთ არტი!.. <3 მითუმეტეს ძველ რუსთავში :)

გმადლობთ ყურადღებისთვის.

 


№4 სტუმარი ერმილე

შეიძლება მინიმს გამოვაქვეყნო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent