შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკა ძამიაშვილი — სინესთეზიური აბსტრაქცია


1-10-2020, 15:35
ავტორი elene dvalishvili
ნანახია 1 113

ილუზიაა,
ყველა ის შეგრძნება,
რომელიც დელტა ტალღის დროს კომით გათიშულმა განვიცადე,
რადგანაც მწამს —
იმ სიზმრებშიც ჩვეულად შენ ისახებოდი,
შენ, ვინც დაისადგურე ჩემს სინესთეზიურ ყოფაში,
სადაც ვგრძნობ შენს სუნს,
როდესაც დაძინებამდე ვუყურებ შენს ფოტოს
და შემდეგ ცეკვისას კისერზე გკოცნი.

ფსიქოთერაპია და ხელოვნება
ქსიქოზი და მე.
ალფა ტალღა, რომელსაც შეუძლია ჩემი ზღვის სიღრმეში შეთრევა,
რისგანაც მალევე ამოვყვინთავ და სანამ ნაპირამდე მოვცურავ
წარმოგიდგენ შენ —
სიმინდით ხელში, რომელსაც აყრი შაქარს,
და გიხარია ჩემი ნაპირთან სიახლოვე, როგორც მდნარი ნაყინი,
რომელსაც პირველივე ნაგვის ყუთში მოისვრი
და თითები დაგრჩები ტკბილად ასალოკი,
მაგრამ უჩემოდ იგრძნობ
სიმწარეს,
გადახლეჩილ იდაყვზე სპირტის დასხმასავით.

მარად დარჩი ბავშვად და არ გაიზარდო!
გაიხსენე შენი ბავშვობის ფერი.
მე ვარ მხატვარი და შემიძლია დაგიხატო ძილი,
რითაც შეგიყვან ღრმა მედიტაციაში
და დაინახავ ჩემს ხილვებს,
სადაც შენი თვალები ყვავის ნორჩი ხის რტოებივით
და შენი თმა წვეთებია —
რომელიც რწყამს ჩემი ფანჯრის რაფაზე მყოფ ყვავილს.
შენი სახეა ფერებისა და გემოების გამა
ჩემში გამხმარი ქრიზანთემაა ლურჯი,
წაკითხული წიგნებიდან აზრი კი გამჭვირვალებას ფანტავს,
როდესაც მაწუხებს შემწვარი ხორცის სუნი,
მინდება თევზი და ვყიდულობ რძეს.
ჩემთვის ხალვაა ცისფერი,
პური კი იმ სულის ფერს იძენს, რასაც ატარებ შენ,
შენი კაბა კი მუდამ მწვანეა,
რომელსაც უხდება თეთრი ლაქები.
მიწაა ყვითელი,
ცა კი ირეკლავს წითელ ტალღებს
რომელიც გემოთი ჰგავს ლიმონს,
მე კი მივირთმევ კარტოფილის ღვეზელს
და ვივიწყებ ცე ვიტამინის ორგანიზმისთვის საჭიროებას,
როდესაც ვდგავარ მზეზე და მასაც ვპარავ ფერს.

არ მჭირდება ელესდე,
როდესაც ტვინში იშლება სინათლე, სუნისა და ფერის ხარჯზე
როდესაც ჩემი სიმღერა —
სხვისთვის კივილია, შენთვის კი იავნანა,
როდესაც დაღლილზე ფეხი მერევა და გულაღმა ვეცემი ბალახზე.
ვუყურებ ცაზე ვარსკვლავებს და არ ვიცი,
ჩემზე მიკრობილი მტვრის ნაწილების რაოდენობაა მეტი,
თუ ისტორიიდან მოყოლებული
ადამიანის ძლიერი წყურვილი ფრენის, თავისი უშედეგობით.
იქნებ,
შარვლის დაფერთხვისას,
დავაშორო რამდენიმე შეყვარებული წყვილი,
რომელიც აწი,
ვეღარასდროს ჩაეხუტება ერთმანეთს,
როგორც საპირისპირო გაერთიანება,
ანუ რამდენიმე ფერისგან შექმნა საინტერესო შავი საღებავის.
თოვლივით სითეთრე კი სითბო,
რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გვაშორებს უსასრულობისკენ
და ჩემში რჩება ტკბილ მოგონებად,
პურზე გადასმული თაფლივით, რომელიც მის მერე არ გამისინჯავს,
რაც უმიზეზოდ დამტოვე..

დაწყნარდი.
დამშვიდდი.
ალბათ ამ ლექსის კითხვისას გაიფიქრე, რომ უნდა აღელვებულიყავი,
მაგრამ შეცდი.
პირიქით,
ქარი გახდა უსაქმური,
ჩვენ კი —
ფილტვებში საკმარისი ჰაერი არ გვეყო რომ ერთმანეთისთვის გადაგვეცა
და უბრალოდ თავბრუ დაგვეხვა.
ამომისუნთქე!.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent