შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და სადმე..


6-10-2020, 00:56
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 212

მე შენს თვალებში მარტოობის დავმარხე სევდა,
მე შენზე ფიქრში ჩემს დემონთან მოვიგე ომი,
შენი სურნელი როგორც ბედი ყველგან თან მდევდა,
შენა ხარ ჩემი ლეკვი სწორი მამაცი ლომის..

იყო აჩრდილი მწუხარების, მძიმე და ჩუმი..
და გაფერმკრთალდა დედამიწა, ჩემო, შენს გვერდით..
შენი ბაგენი მეძახიან მწიფე და მრუმე,
რომ დამაფიცონ ერთგულება სიწმინდის გერბის..

გარბის დღეები.. იჩქარიან ფოთლები ქარში,
არ ვცნობ გარიჟრაჟს თუ უშენოდ ოდეს გათენდა,
შენ რომ ჩამიქრე ჩემო მზეო, ორთავე თვალში..
დაბინდდება და რა გამიყვანს მერე აქედან?!

მე შენთვის დავკრეფ ჯოჯოხეთის ფერდობზეც იებს,
და ფურუსულებს ჩაგინართავ ხუჭუჭა თმაში,
რომ მე უშენოდ, სიხარულო, ღამე მაციებს
და რომ მე მოვკვდი.. რომ ჩამიქრი ძვირფასო მაშინ...

შემეშველება გადაქცეულს ხელები შენი,
და მონატრების ცრემლი ლამაზ სახეზე მოთოვს,
მე უკვდავება დავიფიცე, რომ ვიყო შენი,
და მერე რა თუ შენუ გული არაფერს მომთხოვს..

მუდამ შენს სულში განისვენებს სიწმინდე შენი,
და შენს ღიმილებს სურნელება აჰყვება მარწყვის,
მე ვიცი, თუმცა ვერასოდეს იქნები ჩემი..
ეს სიყვარული ბოროტების გახდება მარცხი..

და სადმე მერე ბაიისფერ მომცრო ღრუბლებზე,
ცამეტი წლისა, ლამაზ თმებზე მოგეფერები...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ბაგეზე სიტყვა გამიქრა ჩემო,
მზის სხივმა კვლავაც გაათბო გული,
არ გაგიქრება არასდროს ერთა,
ეს სიყვარული დაგყვება ყველგან.

მარტოსულობა ავლაგმეთ ერთად,
და ვერც აჩრდილი გვაწამებს მეტად,
ომი დასრულდა,ვზეიმოთ ჩვენ და...
აწ მწუხარება ჩვენ ვეღარ შეგვჭამს.

კულულებს მიწეწს თითები შენი,
თვალები ალერსს ვერ მომარიდებს,
წმინდაა გრძნობა გულში რომ ფეთქავს,
წმინდაა ნდობა ჩვენ რომ გვაქვს ღმერთთან.

გათენდა ჩემო...დილაა მშვიდი,
გადაიყარე დარდები შორით,
არ დასრულდება მზისფერი ქალი,
სანამ გულიდან მოისმენ ფეთქვას.

მაშინაც ვიგრძნობ სიყვარულს შენგან,
თუ ბაიისფერ ღრუბლიდან შენ ხარ...


აჰა.. მოჰყევი იასამანს სურნელით შენით..
და დედამიწა სიყვარულმა სადღაც წაიღო..

 


№2 სტუმარი izabela

მეგობარო ცამეტი არა 15

ხო და თუ ვინმე გიყვარს მაშინ რა გაჩერებს რომ უთხრა სჯობს უთხრა სიმართლე თუ ვინმე გიყვარს თორე სამუდამოდ დაკარგავ და შენც ინანებ მეგობრული რჩევაა

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
მეგობარო ცამეტი არა 15

ხო და თუ ვინმე გიყვარს მაშინ რა გაჩერებს რომ უთხრა სჯობს უთხრა სიმართლე თუ ვინმე გიყვარს თორე სამუდამოდ დაკარგავ და შენც ინანებ მეგობრული რჩევაა


რა ცამეტი არა თხუთმეტი, დალიე?
ან ვინ ხარ, ან რა იცი ჩემზე, ან რა იცი რომ არაფერი მითქვამს?! იქნებ ბოლო ბოლო ამოღერღო რისი თქმა გინდა?

 


№4 სტუმარი izabela

ლაზარე რა გჭირს?

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
ლაზარე რა გჭირს?


სიტყვებს დაუკვირდი.. არ ვიცი თავი ვინ გგონია, მაგრამ დაფიქრდი რას ამბობ. მე 16 წლის არ ვარ და უპატივცემულობაში ნუ გადაგდის ...
არაფერი არ მჭირს )

 


№6 სტუმარი izabela

კარგი როგორც შენ გინდა როგორც ჩანს დაპირებული მეგობრობა ეს არის მეგონა კარგი მეგობრები ვიქნებოდით შევცდი თურმე შენი დანაპირები უბრალოდ ცარიელი სიტყვებია და აღარაფერს ნიშნავს კარგი დAაგივიწყებ როგორღაც მაგრამ სამუდამოდ ვერ აარ მიცნობ არა? კარგი

ყოჩაღ მაგარი მეგობარი იყავი

ლაზარე როგორახარ მეროუზივარ

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
კარგი როგორც შენ გინდა როგორც ჩანს დაპირებული მეგობრობა ეს არის მეგონა კარგი მეგობრები ვიქნებოდით შევცდი თურმე შენი დანაპირები უბრალოდ ცარიელი სიტყვებია და აღარაფერს ნიშნავს კარგი დAაგივიწყებ როგორღაც მაგრამ სამუდამოდ ვერ აარ მიცნობ არა? კარგი

ყოჩაღ მაგარი მეგობარი იყავი


შენი ჭირიმე რაა, მეგობართან მოგცევა არ მეშლება. თუ მეგობარი ხარ, პატივი ეცი შენს თავსაც და მეც. აშკარაა ვეღარ ხვდები რომ ზედმეტი მოგდის..
მეგობრობა იმას არ ნიშნავს რომ თავს ყველაფრის უფლება მისცე... წარმოდგენა არა მაქვს ვინ ხარ.. მოხვედი, ისე რომ არც გიცნობდი მეგობრად მიგიღე, გგონია ეგ უფლებას გაძლევს ყველაფერი გამიბედო?!
ძალიან შემცდარხარ თუ ასე გგონია.
მოდი, ჯერ ისწავლე რა არ უნდა უთხრა მეგობარს და მერე ვისაუბროთ მეგობრობაზე..

 


№8 სტუმარი izabela

და ასეთი რა გითხარი რომ გამწარდი

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
და ასეთი რა გითხარი რომ გამწარდი


ჯერ ერთი, გაერკვიე სიტუაციაში, სანამ რჩევას მომცემ, მეორე, ჩემი ნიკი შენი დასაცინი არაა. მინდა 13 მეწერება, მინდა 19 და ეგ არაა არც შენი, არც სხვისი საქილიკო

და მეგობრები არ იმალებიან..
რაში გჭირდებოდა იმის დამალვა რომ როუზი ხარ? შემოდიხალ მეტსახელებით, ღმერთმა იცის რის მიღწევას ცდილობ და ეს მე არ ვიცი მეგობრობა?!
ბოლოა მე რომ ნერვი შევიტოკე შენზე.
ესე იგი ზოგს ადამიანურად რომ მიიღებ და თბილად რომ მოექცევი, ასე ჰგონია, სულელი ხარ და შეუძლია ის გააკეთოს რასაც მოისურვებს.
ნურას უკაცრავად!

 


№10 სტუმარი izabela

ხო მედ როუზი არ ვარ უბრალოდ ვიღაცას შეეშალა ეტყობა და ამ სახელით დაწერა ფრა მოხდა ხო და სინამდვილეში ლიკა მქვია

და არაფრის მიღწევას არ ვცდილობ უბრალო ადამიანივარ და მეტი არაფერი ასეთს მართლა არ გიცნობდი უცებ რა მოხდა

 


№11  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
ხო მედ როუზი არ ვარ უბრალოდ ვიღაცას შეეშალა ეტყობა და ამ სახელით დაწერა ფრა მოხდა ხო და სინამდვილეში ლიკა მქვია

და არაფრის მიღწევას არ ვცდილობ უბრალო ადამიანივარ და მეტი არაფერი ასეთს მართლა არ გიცნობდი უცებ რა მოხდა


ის მოხდა რომ ნამიოკები და რჩევები არ მითხოვია, მითუმეტეს ნახავრად დაცინვით.
და არ ვარ დღეს უკბილო ხუმრობის ხასიათზე.. რაც მეტად გაგებით ეკიდები ადამიანს ჰგონია მეტი უნდა გაბედოს.
ვინ ხარ რომ თავს უფლებას აძლევ მითითებები მომცე ან ნიკი შემისწორო? ან ნამიოკები მირტყა?
გგონია მიცნობ? კარგად დაფიქრდი აწი სანამ რამეს იტყვი..
და არავის უთხოვია კომენტარები.. არაფერი მითხოვია და ნუ მამადლი მეგობრობას თუ შეიძლება, თუ არ გინდა, არავინ არაფერს გაძალებს..

 


№12 სტუმარი izabela

ვინ გითხრა არ მინდაოოოო უბრალოდ გამიკვვირდა თქვენგან ასეთი საქციელი მინდა მეგობრობა მაგრამ ასეთი არა და თუ რაიმე გაწყენინე ბოდიშს გიხდით

 


№13  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
ვინ გითხრა არ მინდაოოოო უბრალოდ გამიკვვირდა თქვენგან ასეთი საქციელი მინდა მეგობრობა მაგრამ ასეთი არა და თუ რაიმე გაწყენინე ბოდიშს გიხდით


ბოდიში მიღებულია.
მეგობრები პირადში მწერენ.
ჩემი ყველა მეგობრის ვინაობა ვიცი და პირადად ვიცნობ.
თუ მეგობრობა გნებავთ, ისე მოიქეცით როგორც მეგობარს ეკადრება. ჯერ გამეცანით )

 


№14 სტუმარი izabela

ეჰ მეგობარო კაი როგორც გნებავთ მომძებნეთ და მიპოვით თუმცა არ ვიცი როგორ ხართ დარეგისტრირებული და აბა რანაირად მოგძებნოთ?

 


№15  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
ეჰ მეგობარო კაი როგორც გნებავთ მომძებნეთ და მიპოვით თუმცა არ ვიცი როგორ ხართ დარეგისტრირებული და აბა რანაირად მოგძებნოთ?


მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე. ასე მიპოვით ))

 


№16 სტუმარი izabela

კარგად ვერ გავიგე ასე გიწერიათ?
შევეცდები ხვალისთვის................

 


№17  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

izabela
კარგად ვერ გავიგე ასე გიწერიათ?
შევეცდები ხვალისთვის................


ასე მიწერია, კი

 


№18  offline მოდერი ♡The moon

ძალიან ლამაზი ლექსია!
დახვეწილი და სუფთა ????
სევდიანი და ღრუბლიანი, რთულია დაკარგო სიყვარული და ფეხზე დგომა შეგეძლოს, ძალიან რთულია..
,,13,, ალბათ განსაკუთრებული რიცხვია თქვენთვის,მე ასე გავიგე?!
,,მე ვიცი, თუმცა ვერასოდეს იქნები ჩემი..
ეს სიყვარული ბოროტების გახდება მარცხი.."
განსაკუთრებით დიდი ძალა აქვს ამ სიტყვებს...
♡♡♡♡
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent