შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნი ჩემი დაბადებისა


4-11-2020, 23:26
ავტორი ამონრა
ნანახია 964

წიგნი ჩემი დაბადებისა

ჩემი დაბადების წიგნში წერია
უკვდავი სტრიქონები, ვითარცა
ხმლის პირზე ნაკვეთი სიტყვები,
,,იცოცხლე და მოკვდი სიცოცხლისათვის!,,
მე არ ვარ მეომარი,
მაგრამ ტანს ჩემსას ცეცხლში
ნაწრთობი აბჯრით ვიფარავ.
სახეს ჩემსას ბრჭყალდასერილს
ათას კაცში გამოარჩევთ.
ტანი ლომისა მაქვს და გული ქვისა, ვითარცა ეგოსს.
ღამე ჩემი სიზმრების დარაჯი ვარ,
ალაყაფის კარს ვუკეტავ
განთიადის შესაყარზე,
რომ სულთა სამყოფელიდან არ გამოიქცნენ.
ჩემი ხელები ყანაა, ხნულ გავლებულ მიწაზე
ცრემლსა და სისხლს ვთესავ,
გაზაფხულზე უზამაზარი დევები
დგებიან საფლავებიდან და
ყორანთა სკორეს იცილებენ სხეულებიდან.
მერე მიდიან მკვდარი ჩანჩქერების ძირში
და ლოცვით იხმობენ მათ,
დედამიწის ცხელი გულიდან
მოდიან ჩანჩქერები, გამოივლიან
შავ ხვრელებს, ოქროს საბადოთა საბრძანისებს,
მალახიტის ხვლიკისფერ მინდვრებს
და სწორედ მაშინ ამოსჩქეფენ
როცა მზეს შუბით განგმირავს უკანაკსნელი სამურაი.
მინდვრად აყვავდება სადაფისფერი საკურა
და მოფრინდება ფრდებდაჭრილი მელანქოლია,
შორი გზიდან მოვლენ მსტოვრები,
დალევენ წყალს და ილოცებენ,
დალევენ ღვინოს და გახელდებიან,
ვითარცა ხარნი. ეგეოსის ზღვის ნაპირებზე.
დაჭრილი მზე გაწვება ზღვის ზედაპირზე ,
სისხლით შეიღებება წყალნი ხმელეთისა, წყალნი ზღვისა,
გახელდება ნესტოებდაბერილი ბუღა
და ამორძალთა მეომარი ასულივით შევერკინები მას.
ეს იქნება დიადი ბრძოლა დღისა და ღამის გასაყარზე.
ჩემი სული იკივლებს და ჰაერში აიჭრება,
თითებით მიწას თმებში ჩავეჭიდები,
და შუბით ავუფატრავ გულ მუცელს.
მე ვიქნები უგრძნობი და უსულო,
ვითარცა ქვა და კლდე,
გაავებულ ბუღას სხეულით ავეკრობი
გავარვარებულ ბალანზე. ასე დამნებდება
იგი ჩლიქებ მიბჯებილი და დაჩოქებული დედამიწას.
ორივენი შევჭამთ სისხლიან მიწას და
თავზე საფლავის ქვას დავიხურებთ,
მაძღარი სამყარო დაისვენებს.
ფრჩხილით დავჩიჩქნით ნასახლარებს,
სადაც ძველი სკივრია დამარხული,
იმ სკივრში კი მდუმარება წევს,
სიმშვიდე წევს, სიყვარული წევს,
ჩემი სახლის კარს მთვარის ურდულს დავადებ,
მოვა თოვლი და ეზო- ეზო
იისფერ ნაფეხურებს დატოვებს,
ვივლი ლოკოკინების ხნულ გავლებულ სიმზე
როგორც ფეხშიშველა მევიოლინე სახურავზე
და დავუკრავ ქართა მუსიკას.
მოფრინდებიან ზღვიდან ცისფერი თოლიები
იტირებენ, ყელზე ნიჟარებს დამკიდებენ
და ფრთებით მომიტანენ ოცნებათა ქარავანს.
ღამე ადგება და ფეხით გამომყვება,
გავშლი და დავიძინებ ვარკვლავთა კარავში.
დაქნილი თითებიდან მოვიხსნი
მარგალიტებს და ალმასებს და
დავგმანავ ყველა ხვრელს მიღმიერში.
ურვას მიეცემა ჩემი სული, ილოცებს და მოკვდება,
სასთუმლად დავიდებ შენს გულს და
ჩემს ძვლებს შენი სხეულის ეკვდერში დავმარხავ.
მოვლენ ქარნი და დამიტირებენ,
მოვა მნათე და ერთ კენტ სანთელს დამინთებს.
ასე წერია ჩემი დაბადების წიგნში-
,, იცოცხლე და მოკვდი სიცოცხლისათვის!..,,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent