შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღის ბოლოსკენ მიჰყავს წუთებს


14-12-2020, 04:47
ავტორი lost alien
ნანახია 1 053

როგორც ყოველ დილით ხდება,
დღესაც ექვს საათზე დგება.
ხელ-პირს იბანს, ყავას ისხამს,
ერთს აბოლებს, კოსას იკრავს...
კლაკნილ ხაზებს თვალს აყოლებს,
ფანქარს დებს და ოთახს ტოვებს.
ჟაკეტს იცვამს, კაშნეს იხვევს,
ჩანთას იღებს, კარს იხურავს.
გარეთ გადის, გზას გაჰყურებს,
სევდას ფანტავს, ფიქრს კადრულობს...

გულისცემას აჩქარებულს
ყურს მიუგდებს, დაიმშვიდებს.
მოქალაქეს გაღიმებულს
შეხედავს და თვალს არიდებს.
ცას ახედავს, ჩაიღიმებს:
„დღეს ამინდიც ხელს შემიწყობს.“
ყურსასმენებს ამოიღებს
და თავს ოდნავ გაიგიჟებს:

სახეს უშვერს წვიმის წვეთებს,
წრეებს ურტყამს ყვითელ ხეებს,
ლუკმას უყოფს ობოლ კატებს,
მტრედებს აჭმევს, ხანაც დასდევს...

პარკში შედის, სვლას ანელებს,
ბოლოს ჯდება, თვალებს ხუჭავს...
წიგნს კითხულობს, ხშირად ფურცლავს.
შემდეგ დგება, ხედს შეჰყურებს.

ბიჭი ზის და უძღვნის ლექსებს.
ბიჭი მისვლას კვლავ ვერ ბედავს...
ის კი მას დღესაც ვერ ხედავს,
რადგან გულის კარს იხერგავს...

მზე ჩადის და სევდას ტოვებს,
ოცნებებს კი თან წაიღებს...

თავს აფარებს ის ბნელ ქუჩებს,
დღის ბოლოსკენ მიჰყავს წუთებს.
ეს დღეც გავა, კვალს დატოვებს,
თუმცა ბევრს ვერაფერს შეცვლის-

არაფერი არ მთავრდება,
იგი სახლში არ ბრუნდება.
ყოველ ღამით იგი კვდება
და დილით კვლავ იბადება...



№1 სტუმარი სტუმარი დაკი

მომეწონა,წარმატებები ...

 


№2  offline წევრი lost alien

სტუმარი დაკი
მომეწონა,წარმატებები ...

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent