შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მომწყურდი..


27-12-2020, 19:09
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 388

დღეს შენი თავი ისევ მომწყურდა..
მზე მონატრების კურცხალებს ღვრიდა,
სულს მარტოობა ისე მოსძულდა,
როგორც ტალახი ფიფქს ერთი ციდას..

გარდაუვალი, თეთრი სიკვდილი,
ხისფერ მიწაზე ელოდა ფოთლებს,
და უკვდავება სხვისთვის მისჯილი
სხვათა უსულო თვალთ შეაშფოთებთ..

მოთქვამდა ტბაში თეთრი ტირიფი,
მოთეთრო ტოტებს უღონოდ შლიდა,
თუმც მარტოობით სასომიხდილი,
გარდაუვალს ხარკს როდი უხდიდა..

ოდესღაც.. ბევრი ცრუობდა ჩვენგან,
რომ სიყვარულიც ოდესმე კვდება,
თუ ეს ასეა, თეთრი ტირიფი,
უსულო ტბაში რატომ არ ხმება?!

რომ სიყვარული უკვდავებაა,
რომ წყვდიადიდან ჯერ ვერ მოვბრუნდი,
რომ მონატრება მძიმე სნებაა
და ვერ გადმოვცემ ისე მომწყურდი..

მოვვლე ბნელეთის განახევები,
ხევნი, მარადი რომ ადგათ ბინდი,
მოველი, როდის გაგახსენდები,
ღიმილო, მე რომ ასე მომინდი..

და მონატრების დათრთვილულ მთებზე,
იმედის ფიფქი ცვივა და ცვივა,
მე ზღვისფერ მითებს დავხატავ შენზე,
მითებს, რომელშიც აღარ შეგვცივა..

თოვდა და ხელში მეჭირა ვარდი,
ბედს მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ვთხოვდი,
ძველი დრო იყოს წამოვიყვანდი,
ჯარს და საზღვარზე ცოლობას გთხოვდი..

ახლა სულ სხვა დრო დაგვიდგა ჩემო,
დარჩათ სამყარო ფლიდებს და ჩარჩებს,
ამ სამყაროსთვის აღარ ვიბრძოლებ,
თუმც არსად ირგვლივ ქვაც აღარ დარჩეს..

წავიდეთ ორნი ცხრა მთვარეს იქით,
შვიდი ვარსკვლავი ავუშვათ აფრად,
თვით ჰელიოსი იქნება გიდი,
წამოგვეწიონ მოკვდავნი ახლა..

როგორ მომბეზრდა უბრალოდ ყოფნა,
ყოფნა არყოფნის, მარტივი, მშვიდი,
სამყაროს ომის სჭირდება ოყნა,
მრავალჯერადი, მწარე და დიდი..

და მერე იქნებ, ჩვენც გავქრეთ სადმე,
თეთრი ტირიფის ვერცხლისფერ მკლავზე..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
ძალიან ლამაზია ლაზი.ყოჩაღ...


მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა ) ვცდილობ დავბრუნდე და არ დამადგა საშველი

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგია!
ყოჩაღ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქეთი იმერლიშვილი
ძალიან კარგია!
ყოჩაღ!


უღრმესი მადლობა ჩემო ერთგულო და თბილო მკითხველო, მეამაყები )))

 


№4  offline წევრი EllaTriss

ბრავო, კარგია ძალიან❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

EllaTriss
ბრავო, კარგია ძალიან❤


ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ ))

 


№6 სტუმარი Life is beautiful

და მერე იქნებ, ჩვენც გავქრეთ სადმე,
თეთრი ტირიფის ვერცხლისფერ მკლავზე...
თუმცა კი ვიცი, ჩვენ ერთად ყოფნა,
არ გვიწერია ამ ქვეყანაზე...


ბოდიში ამ ინტერპტაციისთვის, არ ვერევი ხოლმე სხვის საქმეში, მაგრამ ის თუ არ ვთქვი რაც მინდოდა რომ მეთქვა, ვერ შევძლებდი, ხოდა დავწერე ციდევაც.. ვიცი, არც არაფერი დააკლდა ამ სიტყვებით და არც მოემატა, მაგრამ როგორც ვთქვი: თუ მინდა უნდა ვთქვა..

გასაოცარი ლექსია მართლა♥️

 


ძალიან ემოციური ლექსი იყო მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent