ფაუსტი
პროლოგი ყლორტთა სიმწვანეში ნიავი ირწევა, ყლორტთა სიმწვანეში სამყარო ბიბინებს, ლამაზმანს, სამყაროს უდიდეს მიღწევას, ტირიფთა ჩრდილიდან შევუთვლი ღიმილებს... ნაკადულს გავატან მე სიტყვებს სამიჯნუროს, ჩურჩულით მიუტანს ჩემს უთქმელ საწადელს, მომენდე, ლამაზო.. ბედი არ გაიმრუდო, მიხაკის ფურცელთა კაბებით გატარებ.. უკრავდა სალამურს ეშმაკის მესაკრავე, ბულბული სიყვარულით სხვა ჰანგზე ამღერდა, ნუ აქცევ ჯოჯოხეთად, ლამაზო, ამ მხარეს, სინდისი გოგონას მალიმალ ამხელდა.. იცოდა ლამაზმანმა ფაუსტის სალამურის, ძალაზე ყველაფერი.. ვაი რომ იცოდა.. ცეკვავდა მელოდია ჰაერში საამური, მისი სოფელი კი ნელ ცეცხლში იწვოდა.. სად აღარ გაერიდა, სად აღარ გაეცალა, ვერსად ვერ გაიქცა ფაუსტის საცოლე, და ყველგან იხილეს თვალებმა მისი ძალა, სადაც კი ქარცეცხლი მოედო საძოვრებს.. ძვირფასო, შეიწყალე ეს გული დაღალული, უკრავდა ფაუსტი და მწარედ ტიროდა, არ მოვა უშენოდ არასდროს გაზაფხული, სინდისი ღაღადებდა.. სინდისი ყვიროდა.. ათასი წელია ეშმაკის მესაკრავემ, ყველგან მოგაკითხა, არ დარჩა ალაგი.. სიკვდილიც აღარ მოდის, სიკვდილსაც ეშინია, სიკვდილიც გაგიხადა ხომ ხედავ სანატრი.. ალუმ და ალოიე.. ტიროდა სალამური, იტიროს, იტიროს, იტიროს მდინარემ.. მიყვარხარ, ჩემი ხარ, ლამაზო, საგანძური.. შენ გხედავ ზეზეულად, ზმანებად - მძინარე.. გაყევი.. გაყევი.. გაყევი .. დაგვიხსენი, არ ძალუცს სამყაროს ამ სევდის გაღება, ლამაზო, გულის კარი თუნდ ერთხელ, გამიხსენი, მუსიკაც გაჰქრება.. სევდაც გათავდება.. ყლორტთა სიმწვანეში სიო უნანავებს, ამაყი ქალწული ისევ უარზეა, ეშმაკის მესაკრავე თითებს უნანავებს, მეოთხე რაფსოდია თითქმის შუაზეა.. ატირდნენ ქვები და ატირდნენ ეშმაკები, ღვთისმგმობთა იცნეს რა უფალი, შეინანეს, ნუთუ ვერ გაგრძნობინე რომ ძლიერ მენატრები?! თვალები ეცრემლება წყვდიადის მეიგავეს.. გოგონა წამოდგება.. ტირიფის ხეივანს, გული ეპარება გასული დღესავით, უნუგეშო მიჯნურს ბაგეზე ადნება, ზღვაში ჩამავალი ოქროსფერ მზესავით. უკრავს სალამური, ამჯერად თავისით, აყვავდა სამყარო, გაცოცხლდა ბუნება, გულმა აუძგერა ჭირნახულს ლავიწი და გამოუკეთა ერთბაშად გუნება.. კიდევ ათიათას მოთვლის საუკუნეს, მათი სიყვარული, და დაე იცოდეთ, მორჩილებად იქცა როცა სიყვარული, ეწვია თვით დემონს, მრავალთა შემცოდეს.. [თავი პირველი ბნელო მესაყვირევ... შუაღამის ბინდი მიწას დასწოლოდა, მთვარე ძილს აყრიდა ქოქოლას, უზენაესისგან უკვე დავიწყებულთ წყვდიადთან კაცთ ძღვენი მოჰქონდათ.. ჰოი დაწყევლილო ბნელო სანახებო, სისხლის მთვარეების შავბნელო ციაგო, მხარევ, კაცთა ძვლებით ნაშენ-ანაგებო, ბოროტების ზღუდევ ფიალო.. შავბნელ ღამეებში ბინდი თარეშობდა, გარეთ ბალი ჰქონდათ ვამპირებს, ჯადოქართა მეჯლისს ეშმა ფარეშობდა, აჰა.. სისხლი წვიმას აპირებს.. ჩასაფრებულიყვნენ გზებზე ავსულები, მიწას აძრწუნებდნენ დევები, ავად კისკისებდნენ ქვესკნელს შთასულები, ჭინკით გატენილი ხევები... სადღაც ამ მხარეში, ერთი ბნელი სახლი, იდგა.. მდუმარებდა თავისთვის.. ალბათ კილომეტრში არვინ ჭაჭანებდა, შიშით.. ბოროტებაც ქედს იხრის.. მელანქონიური ბგერა სალამურის, სახლის უკუნ კედლებს ათბობდა, ძგერდა მელოდია ირგვლივ საამური, ბნელი მუსიკოსი ლოთობდა.. ან ვინ ესტუმრება მარტოს ცისქვეშეთში, განა მასპინძლობას აპირებს?! ვაი იმ უბედურს ვისაც კილომეტრში, ბგერა მისწვდა ყურის ნაპირებს.. ბევრი საშინელი მითი დადიოდა, შავბნელ დემონთ შორის ჩურჩულით, ძვირად დასჯდომიათ ლუცის ნაშიერებს, ბევრგზის მის ეზოში ჟღურტულლი.. ზაფრადაცემული, ყველა გაურბოდა, ვისაც მთელი ჰქონდა ჯერ ენა, და ამ აუწერელ, ენით, ჯოჯოხეთში, მუსიკოსმა შექმნა გეენა.. ახლაც, თავს იქცევდა დაკვრით სალამურის, არრა ადარდებდა მუსიკანტს, კარი ახმაურდა, როგორც სათაგური, ჰოდა შეწყდა ტკბილი მუსიკა.. **** ბნელო მოსაყვირევ, ბნელო მესაყვირევ! კარზე გაისმოდა მუდარად.. ისევ გზა დაებნათ ალბათ, უბედური.. თავად შეიკერავს სუდარას.. ბნელო მესაყვირევ, ბნელო მესაყვირევ.. არა.. არ წყდებოდა ძახილი.. და.. ზე წამოიჭრა.. ბრიყვო, რა გაყვირებს?! ფიქრობ კარგი ნახე ადგილი?! ბნელო მესაყვირევ! ბნელო მესაყვირევ! ჩემ თავს აღარ ვჩივი.. მიშველე.. სიყვარული კვდება.. სცდება ამ ნაპირებს, ოღონდ უშველე და მიშენე.. კარი გამოაღო ფართოდ წყვდიადისა.. ღმერთო.. რა დალანდა იქიდან.. იწვა სათნოება.. იწვა სიყვარული.. იწვა.. ბოლო წამებს ითვლიდა.. ენა ჩაუვარდა წყვდიადს ამის მნახავს, ცრემლი მოეძალა სახეზე, ასე ქვად ქცეული, უხმოდ დაჰყურებდა, ბეჭედს უნატიფეს ნაზ ხელზე.. ამღერდა და როგორ მერე სალამური, ეშმამ უფლის გმობა ინანა, დრო რომ დარჩენოდა, ალბათ უშველიდა, ღვთის შვილს გაწირვამდე ენანა.. ხორცმა პირი შეკრა რაღაც სასწაულით, ნაზი, დაფლეთილი სხეული, უფრო სასურველი გახდა საგანძური, ვიდრე უწინ იყო წყეული.. ქალმა გაიღვიძა .. მარადისი ძილით, ჩანდა უსასრულოდ ეძინა.. ეცნო განაგონი ზღაპრით სადგომი და უკან დაბრუნება ეძვირა.. როგორც მოჩვენება, ერთ ხანს ქვადქცეული, ასე უყურებდა ქალიშვილს, გულში ლახვრად ექცა მისგან წარმოთქმული, ერთადერთი სიტყვა - გამიშვი.. და ჯერ არნახული რაღაც დაემართა, თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა, მსგავსი სილამაზე არსად არ ენახა, მუდამ მასთან ყოფნა უნდოდა.. მსხვერპლი არ ინდომა.. მხოლოდ საჩუქარი, სამი გაატანა გოგონას, ბეჭდად ხელს შეუმკო გულის საწუხარი, მერე.. როგორც იქნა მოგონდა.. ადგა.. ამოიღო პორფირის ქაღალდი, რაფსოდიის წერას შეუდგა.. რათა თვით სიკვდილის, მიწად მონავარდის, დაეტყვევებინა შესუნთქვა.. და ო, რომ იცოდეთ, თუ რა საფასური, მან ამ ყველაფრისთვის გაიღო, უკან დაიხევდა ყველა დაზაფრული, ვინც კი ამ წყევლაზე გაიგო.. ღამე ილეოდა, ეშმას მუსიკოსი, თავის პირველს წერდა ბოჰემას, რაფსოდიად უხმობს მერე ორფეოსი.. ჩვენ კი.. დროა გავყვეთ პოემას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.