ფაუსტი
თავი მეორე სიგმარის ბეჭედი მამილო, მამილო.. ვეღარ ჩერდებოდა, ისე ტიტინებდა პატარა, აკი იმონებდა ყველას მელოდია, ის წყვილი რად გამოატარა?! ადამიანები.. მუდამ საზრიანნი.. ვაგლახ დაღუპულნი ვაშლის, საიდან ამხელა სიტყვა აზრიანი, როცა სიტყვა იყო ბავშვის.. ვერვინ მოატყუებს პატარა ანგელოზს, აზროვნებით ყველას გვაჯობებს, თავად ნახავთ, როგორ სწრაფად დაბრძენდება, თუმცა ეხლა სჩადის ქაჯობებს.. ჩუმად ხითხითებდა თმაშემოვერცხლილი, ცელქი შვილიშვილის ბაბუა, ნეტავ შენც იმდენი ტვინი გქონებოდა, შვილო, ბალღს რომ ქონდა აღუას.. მთხრობელს ეღიმება ჩუმად ულვაშებში, მზერას გააყოლებს დედოფალს, ზოგს ხვალ მოგიყვები, მამი, ნუ დამღალე, ახლა მშიერი ვარ.. გვეყოფა.. თვალაწყლიანებულ პატარა ონავარს, ლამის ძალად სვამენ სუფრასთან, რომ ჩემო მკითხველო, მე მხოლოდ მონა ვარ, ჭამე, თუკი გულით სუფთა ხარ.. მწვანედ გადაჯანღულ ამ უსიერ ტყეში, ნეტავ ეს ქოხმახი ვისია?! ან ვინ დააკისრა ბავშვის შეშინება, დროზე მოხუც მთხრობელს მისიად?! ეს რა ადგილია, ან რა ხით ნაგები, ნეტავ ცხადია თუ სიზმარი?! განა შეიძლება, ათასი წლის მერე კარზე ნიში ნახო სიგმარის?! თვალი არ გატყუებს, ჩემო მეგობარო, ჩუ.. ნუ გააწბილებ მეზღაპრეს, ჭამა დაასრულეს.. და რა გააჩუმებს, ბავშვს თუ არ მოუღვნენ ძველ ამბებს?! ასი ათასი წლის წინათ, მთვარის ველზე, სამმა მგზავრმა გამოიარა, ერთი დაეკოდათ სამგზის ავაზაკებს, მძიმე აწუხებდა იარა.. იქვე განაპირას, ლამაზ სოფლის სახლში, როგორც გაზაფხულის სიზმარში, მაგი ცხოვრობდა და ბევრის გასაოცრად, ერქვა მას სახელად სიგმარი.. უბრალოს ნუ იტყვი სახელს საუცხოოს, მანათობელ ვარსკვლავს ნიშნავდა, ბევრი მოერჩინა, ბევრი განეკურნა, კარზე შარონი ჰყვა ნიშადა.. როცა მიაკითხეს, ყოვლად უანგაროდ, თავი გამოიდო, დაჭრილს უმკურნალა, მაგრამ საფასურად არა არ აიღო, თუმც კი სამეული ბევრჯერ ემუდარა.. მისცა ბეჭედი სამმა მგზავრმა სახსსოვრად თვისა, უცხოდ ნაჭედი.. ჯერ ასეთი არსად ენახა, და როცა თითზე მოირგო და სახელი ღვთისა, ახსენა თვალზე მისი ნიში გამოისახა.. ამადაც შეცბა მესაკრავე, ქალის ხელებზე, მისი მბრძანებლის საკუთრება როცა იხილა, მან დაიფარა ყველაფრისგან წყვილი და ხელზე, უფრო დიდი ძღვნით გაისტუმრა მანვე იქიდან.. და თუ ვისზეა ლაპარაკი, შენ ჯერ ვერ მიხვდი, და ალიონზე შობილი ძე თუ ვერ იცანი, თავად ეშმაკის ნაქონია იგი ბეჭედი, როცა ანგელოზს მეტსახელად ერქვა სიგმარი.. ცისკარზე შობილს როცა იგი ხელზე ეკეთა, არ მოუხსნია იგი არსად, თითქმის არასდროს, მაშ ამ ქალს ხელზე ეს ბეჭედი ვინ გაუკეთა?! ან თვით ლუციფერს ეს ბეჭედი ვინღა წააძრო?! ჩუმად სულელო.. სად გგონია თავი ნეტავი?! რა უცხო ტყეა, უცხო სახლი.. აკი გითხარი, ჰოი, ღმერთებო.. დაგღუპე და დავღუპე თავი.. ეს უნდა იყოს.. არ მეშლება.. სიგმარის კარი.. და ფეხაკრეფით, თანაც უნდოდ უკუ დგა კაცი, თუმცაღა გვიან.. სახლში უკვე ელოდნენ სტუმრებს, აღარ ახსოვდა... გვიანია რა ძლიერ აწი.. შემობრძანდითო.. მასპინძლებმა ღიმილით უთხრეს.. აქა მშვიდობა.. დაცვარული ჭაღარა სახით, გაუბედავად პირველივე შედგა ნაბიჯი.. არ შეგაწუხებთ.. საგზალი გვაქვს.. გზა დაგვებნა და.. თან შვილი მახლავს.. გათენდება.. იქნებ.. გაგვიშვით.. ნუ კრთი მოხუცო.. გაუცინა ჭაღარამ სტუმარს, თუ ჩემს შვილიშვილს თორმეტამდე უამბობთ ზღაპარს, მაშინ ამ სახლში არაფერზე გეტყვიან უარს, ოღონდ იცოდეთ, არც იფიქროთ ჩუმად გაპარვა.. თავადაც იცი, ტყეს ისეთი ადევს თილისმა, საითაც წახვალთ, გზა კვლავ ისევ სახლთან მოგიყვანთ, და თუ ზღაპრები ჩემს პატარას მიეთილისმა, და ჩაეძინა.. ხვალ გადასცემთ თქვენებს მოკითხვას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.