თუ ჯოჯოხეთი დედამიწაა?
მე გადავწყვიტე, გავიქცე ღმერთთან... მე გადავწვიტე, ვიფრინო მზესთან... აღარ მინდება დარდი ვატარო, ყვლეა სიმძიმე ქარს გავატანო!.. დედამიწა თუ ჯოჯოხეთია, მაშინ სამოთხეს ვიპოვი ცაში, ან გზას ვიპოვო მაღლა ღრუბლებში... სიკეთესა და ბოროტის ზღვარში... საკვირველია ამდენი ტანჯვა, ამდენი დარდი საიდან მოდის? იქნებ ეს არის ის ჯოჯოხეთი , რომელში ვფიქრობთ წასვლაო გველის?! იქნებ ვიცხოვრეთ უკვე ედემში? და ჩვენც ჩავკბიჩეთ დამპალი ვაშლი?! იქნებ ესაა ჩვენი გამოცდა Და დავბრუნდებით საკუთრივ სახლში? არ ვიცი, მაგრამ თუა გამოცდა, ვერ ჩავაბარებ,არ ვარ ძლიერი... არა მაქვს ძალა, ვძლიო ცდუნებას და ავუმღვრიო ეშმაკებსს წყალი... ვინ მომიტევებს არ ვიცი, მაგრამ როდესაც სარკეს ვუყურებ მარტო, მე მებრალება თვალები ჩემი, რომელსაც ბევრი ცრემლები ახსოვს... რომესაც ასე წაართვეს გული და ოცნებები გადაუყარეს, რომელსაც ასე ატკინეს სული, გული კი, ეშმაკს გადააბარეს... მე მეცოდება, ჩემი თვალები ... ვეღარ უძლებს და უკვე ვგიჟდები, როდესაც ასე ტანჯვით მივდივარ და ვხვდები წრეზე დავაბიჯებდი. საცოდავია ეს დედამიწა, ერთფეროვნების არის სატირა ისიც ხომ ასე წრეებზე დადის და არა აქვს სხვა გზა, როგორც ჩემს სხეულს ... ვით რელსზე მდგომ გრძელ მატარებელს ერთი გზა აქვს და ამ გზას მორჩილებს... გადაუხვევს და ვერ იმორჩილებს... ვერც სხეულსა და ვერც მის ოცნებებს... ბედს მიურბივარ, წყენას ვივიწყებ. სევდა კი,ამ გულს რად არ ეშვება ? სცენა იყო და ფარდა ეშვება... მაყურებელს კი გრძნობა ეშლება... მაღლა აფრენილ მტრედების ფრთებზე, იცი შური მაქვს და ვერ ვჩერდები... მე ასე უნდა დავაბიჯებდე, მტრედივით ფრენას ვერ შევეცდები... რადგან თუ მაღლა ფრენა ვისწავლე, ახლა მაღლიდან დავენარცხები და უფრო მაღლა თუ ავალ ცამდე, სულ გავქრები და გადავიწვები... ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.