ფაუსტი
თავი მეხუთე სიკვდილის რაფსოდია ილეოდა სევდით მთვარე, ილეოდა.. ტიროდა.. წყვდიადს ირგვლივ სიბრალულის აღარ დარჩა ნამცეცი.. გაუშვა და.. მესაკრავეს გული ისე სტკიოდა.. როგორც იმ დღეს, რომ შეერწყა ღამეს ბნელს და გაცრეცილს.. ითხეოდა სისხლი ხეზე ისე როგორც მელანი, და ყველაზე საშიშარი იქმნებოდა მუსიკა, სიყვარულის უარყოფას ინანებენ ყველანი, რადგან უკვე ხელში ეპყრა საჭრეთელი მუზიკანტს.. სისხლის ცრემლი ერეოდა ყვითელ ეტრატს ნაწერზე, და მარადის განსაწმენდელს უმზადებდა ცოდვილთაც, და მანამდე სანამ მეც ამ რაფსოდიას დავწერდე, ყველა ორგულს ფაუსტისგან გავუგზავნი მოკითხვას.. იყო ღამე.. იყო მთვარე. მთვარე იყო ორსულად.. ჩავიდა და ცხრათვალა მზემ ისევ დააორსულა.. ანათებდა ცას ნაშობი უთვალავი ვარსკვლავი.. ერთ ქვაბულში უცნობ მწყემსებს მიეტანათ საკლავი.. იწვა ჩვილი, ხის ბაგაში.. მაგრამ როდი ტიროდა, უზენაესს, თვის ბაღნარში, სახე ჩამოსტიროდა.. არ იმჩნევდა გულისწუხილს ძის სვე-ბედზე მაღალი, და ორსულმა მთვარემ შობა ყრმისთვის შობის ვარსკვლავი.. დაჰნათოდა გამოქვაბულს, ყრმა ყრმას შემოჰხაროდა, სამი მოგვი, შარა გზაზე, მიდიოდა.. ჩქარობდა.. მიგებებას ხელმწიფისას სამყაროსი.. ჩქარობდნენ.. თეთრ ტყაპუჭებს უცინოდა და მწყემსები ხარობდნენ.. არსად იყო სიმძიმილი.. აღარავინ კვდებოდა.. სადა თვლემდა ან სიკვდილი რომელ სახლში თვრებოდა?! მხიარული, ბედნიერი, ზეიმობდა ხალხი.. თორმეტ კლდეზე საძირკველი ისტორიის ახლის, იყრებოდა.. მტკიცდებოდა.. მაცხოვარის ხელი.. შეჰხებოდა თორმეტივეს და განეგდო ბნელი.. ჰოი, ძეო, ძეო უფლის, შეგღაღადებ, ისმინე, რაკი ჩემთან თავად მოხველ სიყვარულის სახელით, სიყვარულით ძლიერ მთვრალმა სხვათა ვერა ვისმინე.. დამეხმარე, გემსახურო, სანამ ბოღმით გავხელდი.. ნუ ჩაუთვლი გთხოვ ამ სიტყვებს ერთგულ მონას მუქარად, ო ისეთი მშვენიერი რომ გიხილე, ავღელდი, მაქვს თხოვნა რომ მომახურო სიყვარულის სუდარა, შევინანო მსურს ის გესლი აქამდე რომ ვანთხევდი.. ყველგან იყოს ნება შენი, ოღონდ როგორც მოყვასი, მომივლინე წყალობად და კვლავს სიკეთე მიყავი.. ავაცალო შვიდი სიმი ჩემი სულის მოკასინს, მარადიულ სიყვარულის დავიმღერო იგავი.. თავმდაბლობის თაყვანცემამ, დე, შემუსროს სიკვდილი, და სიცოცხლემ ყოველი მხრივ ლაღი ფრთები გაშალოს, დაგიბრუნდეს შენს წიაღში ყველა სასომიხდილი, და ხელახლა გაიფურჩქნოს ნაოხარი სამყარო... და უკუნ წყვდიადში ფაუსტის ღაღადისს, ზეციდან ფირმანად ეწვია შენდობა, დაადგა წყვდიადში თავს შობის ვარსკვლავი, და თავისუფლება ამგვარად ეცნობა.. *** ვის ამბავს მოგვითხრობ დემონის სალამურო?! ვის დარდზე აგყვება ბებერი ფლეიტა?! რომელი ცოდვილის სული გსურს დააპურო, ნეტავ ვის სიცოცხლეს განაგებ დღეიდან?! ტიროდა გულსაკლავად სპილოსძვლის სალამური, თითქოსდა საპასუხო სამძიმარს ელოდა.. ატკბობდა მელოდია გარემოს საამური, სიცოცხლეს წყვდიადში სიკვდილი ელოდა.. უკრავდა მესაკრავე სიკვდილის რაფსოდიას, მომავდავთ უპატრონოთ არ ჰყავდათ დამფლავი, ვერ შეჰბედს ურჩობას იმ ღამით დაბადებულს, ვერარა აკლდამა.. ვერცერთი საფლავი... უდაბურ-უნაპირო მხარეში ჰეროდიის, ერთი ღვთისმოსავი გლახაკი ცხოვრობდა, რასაც კი შოულობდა გლახაკებს აპურებდა, რაც მოსჭარბდებოდა სახლისთვის მოჰქონდა.. იღბალი შესცინოდა სიკეთეს ვერცხლით მოსილს, ჯილდოს ჯერ არნახულს უფალი უმზადებდა, მოჰყავდათ შებურვილი ზღვისთვალა ანგელოზი, მეუღლედ.. რომელიც მესიას დაჰბადებდა.. მოხუცო მისანო.. დიდო ჯადოქარო.. უსმინე ვარსკვლავის ხმას, ცისკარზე რომ იშვა ჩვილი ყრმა პაწია, ბედი რას უმზადებს მას?! კარზე მოსდგომოდა ღვთიური ნათელი, გალობდა ვარსკვლავთა არია.. უფლის შვილს ატარებს ეს წმინდა წიაღი, ნუღარ კრთი ქალწულო მარიამ.. შეიცნო სამყარომ მოსვლა მაცხოვარის, დაცხრა შორს წყვდიადის ცეცხლივე, დაიძრა მესიის სანახავ-სამთხვევად, შორიდან უკვდავი ექვსივე.. თუმც ბედისმწერელმა პირველმა შეიცნო, და დარდმაც არ დააგვიანა, პირველი უმრწმესი ეწვია მაცხოვარს, თავად ის, ყველაზე გვიანად.. მუხლზე მოდრკა, გაუცინა, რბილ თითებზე მიეფერა, არ სჯეროდა, ქვეყნად იშვა რა მეტოქე თანასწორი, გაუცინა პაწაწინა იესომაც, ფიქრით მიჰყვა, აქ გაცხადდა ჩანაფიქრი უწინ ბევრგზის ანაწონი... მოერია ცრემლი უფალს, რა იხილა გული მისი, პაწაწუნა თითებს შორის ის დარდი არ დაეტია, ხედავდა რა მის გულამდე ჯერ მანძილი ედო შორი, და პირველად უკვდავს ბავშვის გულწრფელობით აეტირა.. შეეგება უმცროსი ძმა შორეთიდან სამ ძმას მოსულს, რა უფროსმა როგორც მუდამ თბილი ღიმი მიაგება.. არ იცვლები, ელიაზარ, გაუღიმა ძმას სულწასულს, ჩუ იყუჩე, გასპარი ვარ.. ასეთია უფლის ნება.. შემოვიდა მელხიორი.. ოქრო ვერცხლით მოკაზმული, უხერხულად გაიღიმა.. სიბრძნე უმალ დაუძველდა, ხელში ეპყრა მძიმე სკივრი ლალ ალმასით აღკაზმული, ხალხთა მეფეს მოვართვიო.. მოსულს წართქმად გაუძნელდა.. სად წავიდა ბალთაზარი?! გაბრიელის ღიმზე გაწყრა, ისეც ფიცხი ლუციფერი, მაგას თავი სად ჰგონია?! ძმაო, იქნებ შეგახსენო, შენ უფროსი ჯერაც არ ხარ, მამის ნებით დაყოვნდება, ან აქ ჩხუბი გაგონილა?! დაუჩოქეს უფალს მოსულთ.. ყრმა იესო იცინოდა.. ართობდა თვალს მელხიორის მოციმციმე ოქრო ვერცხლი, ბრძანე, დილით იორდანემ პირუკუღმა იდინოს და ყველა ჯალათს და ურჯულოს წაეკიდოს წმინდა ცეცხლი.. აკისკისდა პაწაწინა ლუციფერის განკითხვაზე, იოსებმა მოსულ სტუმრებს გაუშალათ ხელად სუფრა, იეშუა ჯერ ბავშვია - გაეღიმა დედის ხმაზე, და ბედნიერ ახალშობილს ჩაეძინა გულით სუფთას.. დაჰყურებდა ლუციფერი მწოლიარეს გაოცებით.. ღმერთიაო.. ნუთუ ღმერთი ასე მალე დაიღალა?! რომ მაჯობო, ვგონებ მაშინ მართლა ძლიერ გავოცდები, ჯერ დაგაცდი, გაიზარდე.. მოიკრიბე ძალა, მარა.. ჰეროდიის სასახლეში ალიაქოთს მოჰკრა ყური, ანგელოზმა და მაშინვე ბეთლემისკენ გაეშურა, გაუმზადა ლუციფერმა ნაადრევი დასასრული, მაგრამ ძმათა ძალა სწორად ვერ გათვალა.. ღმერთს არ სურდა.. რა ჰეროდე თვისი ლაშქრით ბეთლემისკენ გაემგზავრა, გასპარს თავად ღამისათვის მოეკიდა უკვე რული, ილუზიის უდაბნოში ხეტიალი განუმზადა, და ჩვილს ასე ააცილა სისხლიანი აღსასრული.. მელხიორის ოქროს ძღვენით გაარიდეს მტარვალს ჩვილი, იქვე ახლოს, მტრისვე თვალწინ, იეშუა იზრდებოდა, იმ ღამეს კი უფლის შიშით ამოწყვიტეს ყველა ჩვილი, შვილმკვდარ დედათ ცრემლისაგან დედამიწა ირყეოდა.. არ დაწყნარდა შმაგი მეფე, ღმერთი რა ვერ მოიხელთა, მაშინ დიდი საფასური გაუმზადა ცნობილ მკვლელებს, ეძებენ და მიაგნებენ.. სავარამოდ იმავ მკვლელთა, იქ ფაუსტი დახვდებათ და რაფსოდიას დაიმღერებს... *** შორს.. მთვარისფერ სიბნელეში კვნესა ისმის სალამურის.. ექვსი ჩრდილი ფერად ფოსფორს უგრძნეულად ეპარება, ათრობს წყვდიადს შარბათივით მელოდია საამური.. თვით ოსტატი არსადა სჩანს, ჩანს პალმები ეფარება.. ფინიკებს და პალმებს შორის ცად მიწური აზიდულა, არა ბროლის, არა ვერცხლის, არა ღრუბლის - არა, თიხის.. ოთხნი ჩალის ფართო ტახტზე მიწოლილან მანდიკურად, არა ესმით უფლის ნებით, ვერც არჩევენ ცხენის ხვიხვინს.. სამი თეთრი შავრა ცხენი დაუბია იქ განგებას, ვერა და ვერ ისვენებენ, ფლოქვს მალიმალ მიწას სცემენ, ან რომც ამცნონ, ისეთი აქვთ ჩასაფრებულთ განლაგება, უომრად და თან ცოცხლები, ვეჭვობ ძვირად გაასწრებენ.. ამ ოთხთაგან რომელიმეს არასოდეს უბრძოლია, ამ მიწურში ოჯახითურთ სძინავს ახლა ყარიბ ხუროს, ხმელ ჩალაზე, ზღვისთვალება ანგელოზი მისწოლია.. ჰგონებთ ამას მოაკითხეს?! ჰოი, ბედო, უსახურო.. მათ შორის წევს მათი შვილი, არ წრიალებს, მშვიდად სძინავს.. სერაფიმნი სდარაჯობენ.. ამ შუბოსანთ არ ჰყავთ სწორი.. არ უწყიან თვით სიკვდილიც ბედისწერამ მიაძინა.. რადგან გვერდით ოჯახს უწევს სიზმართ მეფე.. მელხიორი.. მდევრები კი უგრძნეულად წინ მიდიან მწყობრ ნაბიჯით, არ იციან თუ რა ხაფანგს განუმზადებს იქ მათ მთვარე.. სულ ფუჭია ეს სიჩუმე.. არ მოკვდება ჯერ ის ბიჭი.. მაშ სხეულნიც მკვლელებისა დაემონოს ბგერას ბარემ.... სახლი უკვე ცხადლივ ჩანდა.. მელოდია ისე ჟღერდა.. იქ კი არა, თითქოს მათგანს დაეკრას ის სალამური, რეტს ასხამდათ.. ამძიმებდათ.. თუმცა ამას გვიან მიხვდნენ.. მაგრამ უკვე გვიან იყო.. სიკვდილი ხვდათ საამური.. სახურავზე მორთხმით იჯდა უცნაური სილუეტი, ვერ გაიგეს თუ ვინ იყო, რა ხელობის.. პროფესიის, მწვანე ბარხატს ოქროს ძაფი ამშვენებდა მოეზიის, და ამგვარად ბნელი სახე ჩანდა ბევრად დასაფეთი.. ვერც კი იგრძნეს ბრიყვთა საფრთხე, ხელი ისე გაუშეშდათ, მოთილისმულთ, ვეღარ წადგეს დასაცავად თუნდ ნაბიჯი.. ილუზიას მიეცნენ და თვალზე ლიბრი გადაეკრათ.. კიდევ ცოტაც.. ჯოჯოხეთში გაუშვებდათ ყველას ვიცი.. მაგრამ არა.. გეყოს.. კმარა.. მათგან არვინ არ მოკვდება, მესაკრავეს სიზმარეთის მეუფის ხმა შემოესმა.. ეს თხოვნაა უფლისა და ნუ მიიღებ ჩემს ბრძანებად.. არ სურს მაღალს ძის ნაკვალევს თუნდაც მკვლელთა სისხლი ესხას.. მოსაწყენნო.. მესაკრავემ უგემურად ჩაიცინა.. ნებაა და ასე იყოს.. რაკი სხვისას შენც არ იშლი.. მე წავალ და მიაძინე.. შენს ფოკუსებს არ ჩაგიშლი.. მაინც მაგათნაირებთან გადაიყოს უნდა სინა.. ენამწარე მუსიკოსი.. ახარხარდა მელხიორი.. აბა გასპარ, ძმაო ჩემო, ვიცი, არ კი დაგასვენე, ტკბილად სძინავთ შენს მგზავრებს და.. გელოდები.. აწ შენ იცი ნიავივით ასწიე და მეფის ფერხთით მოასვენე.. ცა გათეთრდა.. მიწა იძრა.. გაეღვიძა მეფეს დილით, ჩემს მტერს, იმან ფერხთით ნახა შესაზარი სანახავი.. ექვსი მკვლელი.. იატაკზე იწვა.. თვლემდა მძიმე ძილით.. ხელში ეპყრათ მისი ვაჟის კისერი და საყლაპავი.. ელდისაგან ზაფრა ეცა.. შვილო.. ერთი დაიძახა.. ეცა კარებს.. მძინარენი სულ დააფრთხო მეფის ელდამ.. შვილის თავი, მის საწოლთან მაგიდაზე იდო გლახად, სხეული კი საკუთარი სისხლის ზღვაში ფართხალებდა... მაშინ მიხვდა განწირული, რას ნიშნავდა მისნის წართქმა, ჰა მიიღო დათხეული სისხლისათვის საზღაური, აი, თურმე მეფის გვირგვინს გვარი როგორ დაკარგავდა.. ჩვილთა სისხლმა საზარელი დააწია სასწაული.. ხომ იცოდა, ის მკვლელები სად წავიდნენ იმ საღამოს.. აკი თვითონ გააცილა.. ჩანდა, ხელი მოეცარათ, სახე ჰქონდათ მიტკლისფერი, არღა ჰგვანდნენ საღსალამათს, დაზაფრულმა ხმა არ გასცა.. ბნელ ოქსინოთ მოეფარა... დაითხოვა ისე მკვლელნი.. ჯილდოც მისცა თუმც ვერ შესძლეს, აღსრულება ბრძანების და თავს მოსწიეს რისხვა მისი, შიში დაჰყვა უგვან მეფეს ბოროტ გულში უფლის ძისი, და შეეშვა იმის დევნას ვინ ჩათვალა ყოვლისშემძლედ... დიდ ხანს აღარ უცოცხლია ჰეროდიის გულღრძო მართველს.. ამ ამბიდან მცირე ხანში, როგორც იქნა, მიიცვალა.. რა ხანია, ბედი ელის როდის იტყვის თავის სათქმელს.. ხოდა გავყვეთ ბედისწერას, დაყოვნება ჩვენგან კმარა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.