შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო ყველაფრის მკურნალია


6-03-2021, 19:18
ნანახია 2 194

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის...
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი...
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...



№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი...
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი..

ძალიან კარგია.
ყოჩაღ და წარმატებები.

 


№2 სტუმარი სტუმარი დაკი

ავტორიც მიაწერეთ ხოლმე....

 


№3  offline წევრი კამე

დრო მკურნალია მაგრამ,გულის არა...
უბრალოდ შეგუება გიწევს იმის რაც მოხდა
და მეტი არაფერი...არ დაგავიწყდება რაც
გადაიტანე. მაგრამ ყველაფერს უკვე ეგუები და
გულიც აღარ გტკივა . ????

 


№4 სტუმარი ჰყრჰგჰ

მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო

 


№5  offline წევრი laelake

მიყვაარს❤❤ძალიან კარგია!❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent