უშენობა მომინდა
თუკი ამ ქვეყნად ამ სიყვარულით დატანჯვა მიწევს, მთელი არსებით და მთელი გულით ზეცისკენ ვიწევ. თუკი ეს გრძნობა ამ ქვეყანაზე არაფრად არ ღირს, რა დამრჩენია დედამიწაზე ოცნებით დაღლილს. თუკი სიტყვები აღარც კი მყოფნის, ახია ჩემზე, ახსნას ვეძებ და ვერსად ვპოულობ - რატომ ვწერ შენზე... თუკი დიდიხნით გადაწყვიტე მარტო დამტოვო, დროა სიცოცხლე სიტყვის უთქმელად რომ მივატოვო. თუკი ვერ გასცემ ჩემს მონატრებას საკადრის პასუხს, ალბათ შენს თავსაც ჩავაბარებ ბოლომდე წარსულს. თუკი ვერც ხვდები დღეს სიყვარული რა ძვირად ფასობს, შენგან მივდივარ, აღარ დაგიწერ აღარცერთ ასოს... თუ ვერ გამიგე და დავიწყება მაინც მოგინდა, მაშინ იცოდე, რომ უშენობა მეც კი მომინდა! თუკი ეს ლექსი შენთვის არაფრის მთქმელი არ არის, აღარ ვიდარდებ, აღარ ვიტირებ, გეტყვი ნახვამდის! ჩემი ბრალია, გრძნობებს არასწორ სახელს რომ ვარქმევ და ვიღაც უცხოს ჩემი წვალების უფლებას ვაძლევ, ერთ რამეს მივხვდი - მთელი ცხოვრება გამომადგება, თუ ვინმე მტანჯავს, ჩვენს შორის მანძილი გაორმაგდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.