ეკლიანი, შავი ვარდები..
...ცა არის ლურჯი, მჭირდება ბურჯი და სულსაც უჭირს, ოღონდ ნუ მეტყვით სიტყვათა სეტყვით: "ესეც გაივლის!" ყალბი სიტყვები ეკლებად მივლის! შავ-თეთრი მარტი ებრძვის ღიმილს, ხრინწიან ყვირილს, უცრემლო ტირილს, ..და ეს მადარდებს! რომ სულის კაწვრა დააკისრეს ეკლიან ვარდებს, სქელი ნიღაბი თუ გათხელდება - შევნიშნავ ლანდებს, მოვეფერები,რაც მუდამ დამდევს: შიგნით - ღრუბლებს, გარეთ - ლავანდებს, დარდების წყობას, რითმის აწყობას და ნისლისფერი სულის განწყობას! ცოდვის წიწვებით როგორც ცეცხლით - ისე ვიწვები! როცა ვწერ ლექსებს-ეს მაძლევს ძალას, შევყურებ ზეცას - ნათელს და ხალასს.. თუ არ დამკაწრავს ეკლიანი შავი ვარდები, და თუ წყვდიადში არ ჩავვარდები, არ დავსრულდები, არ განვქარვდები, არ დავმთავრდები! პ.ს შიგნით ღრუბლები, წინ - ალუბლები [H] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.