სიგარეტი, ლუდი და ჰუდი
ეს ის ლექსია, რომელიც ერთ-ერთი მორიგი "დეპრესიის" დროს დაიწერა, თუმცა ბოლომდე ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ სასმელი ნაცრისფერი მდგომარეობიდან გამოსვლის ვარიანტია. სიმართლე ვთქვა, მე თვითონ არ მომწონს ეს ლექსი. დრო გაიყინა.. ვერ გაიღიმა. შემონაცრისფრდა კონტური სულში, ტკივილის მიზეზს ვეძებ წარსულში, იგი ჩემშია დახლართულ ძაფად, თუ არ შევეხე, ვერ ვიგრძნობ მძაფრად.. საგნებმა დაკარგა ფორმა, ფიქრებმაც დაკარგა ფერი, აზრმა გამიელვა სწორმა: "მე - ვერ შესაფერი".. დღეები ერთმანეთს ჰგავს, მე მგავს - ეული, არეული, დალეული.. ფერებგაცლილი, სულით დაცლილი. ოთახი - ბნელი, და სივრცე - შავად, და ისევ ვფიქრობ რა დააშავა? სულო იყუჩე.. ამ ბოთლით დარდებს ვერ გაიყუჩებ! სარკიდან მიმზერს მკაცრად და ცივად, მე ახლა მცივა, ფოთლები მცვივა.. ვერ ვიტან ხმაურს, ვერც აურზაურს, სიჩუმე.. სიგარეტი და ლუდი, თავზე - ჰუდი, თვალებზე - ბინდი, როგორ მომინდი, ძლიერ მომინდი! ბინდი.. ჩემს სულში წვიმდი, თბილი ხელებით გულს ახელებდი, ზამთარი მოდის, შენც მოხვალ - როდის? დაცლილი ბოთლი, ტკივილებს მოვთვლი, არ ვიცი ზღვარი, ბაცი საზღვარი, ტვინი და გული - რითმდაკარგული, სულო იყუჩე, ამ ბოთლით დარდებს ვერ გაიყუჩებ, და ისევ ლუდი, და ისევ ჰუდი, და ისევ ლუდი... [ H ] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.