შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანი ღამესთან


14-06-2021, 18:08
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 348

ღამეა,
ცრემლის გამშრობი,
კოშმარის მშობი,
ფიქრთ წარმომშობი,
ღამეა,
ზოგისთვის განა რამეა..
სიტყვებს დავმალავ დუმილის ნიჭით,
მე ღამე მიჭირს..
სად არის მთები,
თუნდაც რითმები,
ღიმილით ვინთები..
სად არის მზე და სად არის ზღვები?
სულს შემორტყმია მუქი საზღვრები..
და საუბრები უსახო "მესთან",
მაქვს პაემანი ამ უტყვ ღამესთან,
ხავსმორეული ოთხკუთხა ქვები,
ზარის რეკვები,
სიმწრის ღიმილით ვერ ვიკვებები..
სარკეებს ვმოსავ ქსოვილით მუქით,
კოშმარებს ვებრძვი მზისფერი შუქით..
თუ არც გათენდეს,
არ ვდარდობ ამდენს,
სარკის ჩვენება მუდმივად დამდევს,
და წარსულ ცოდვებს ძაფებად გასდევს.
ჩემს სულს დავეძებ ცოდვების ზვინში,
მხოლოდ ეს ისმის გადაღლილ ტვინში,
ის კი ბევრია - დიდი და მცირე,
ღმერთო,
რა დაგიშავე,რატომ გამწირე?
...ვერ ვიძებნები!
და არ ვნებდები,
და არ ვჩერდები,
და ვნატრობ,
ნეტავ ოდესმე თუ გავთენდები..

[H]



№1 სტუმარი ენი

გამარჯობა
თქვენ ლექსებს თითქმის ყოველდღე ვკითხულობ
რამდენიმე ზეპირადაც დამესწავლა მგონი :D
ძალიან მომწონს :)

 


№2  offline წევრი ჰაიკო

ენი
გამარჯობა
თქვენ ლექსებს თითქმის ყოველდღე ვკითხულობ
რამდენიმე ზეპირადაც დამესწავლა მგონი :D
ძალიან მომწონს :)


გაგიმარჯოს:)
ძალიან კმაყოფილი ვარ, თუ ყოველდღე კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ემოციები ტყუილად და უშედეგოდ არ იღვრება ფურცლებზე.(ამ შემთხვევაში-კლავიატურაზე).
დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგწონს და დიდი მადლობა კიდევ იმისთვის, რომ შემომემატე❤️❤️❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3 სტუმარი Ana-maria

თქვენს ლექსებს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. მე რომ შემძლებოდა, ლექსებს ალბათ ასე დავწერდი. ჩემი სულიც ფორიაქდება და სევდა მიპყრობს. და მაინც ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება.

 


№4  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
თქვენს ლექსებს მოუთმენლად ველოდები ხოლმე. მე რომ შემძლებოდა, ლექსებს ალბათ ასე დავწერდი. ჩემი სულიც ფორიაქდება და სევდა მიპყრობს. და მაინც ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება.


ანა-მარია, თბილო ადამიანო❤️
რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ადამიანი ცხოვრებას არ დანებდეს, ჩემს მაგალითზე გეტყვი, რომ მუდმივი ბრძოლა აუცილებელია.
მადლობა.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent