შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებს ლესავენ, ლესავენ ტკივილს..


17-06-2021, 13:05
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 325

ფიქრებს ლესავენ,ლესავენ ტკივილს,
ტკივილს კეცავენ,ახშობენ ყვირილს,
ყვირილს შიშიანს,ოცნებას მიშლიან,
მიშლიან ფიქრებს,
მუზა რომ მითრევს..
მითრევს წყვდიადი,დაღი დიადი,
და განთიადი..
და განთიადი გადარეული,მზე იყო ეული,
სიმარტოვისგან გადალეული..
არ ჰქონდა ნება,შეეგრძნო გზნება,
გზნება ცხოველი,
ვნება ყოველი..
და მთვარეც იყო,
გრძნობა გაიყო,
ფიქრი დაიყო,ძაფი დაიწყო..
როგორც გოგენი,
მე შენ მოგელი,
სული მბორგველი..
ცალ თვალს შევწირავ,როგორც ოდინი,
ოღონდ გამართლდეს ნატვრა,ლოდინი..
მე ვძერწავ მუზას,
ამოვწევ ღუზას,
ტანჯვას ჩავაქრობ,ტკივილს გავაქრობ,
ღრუბლებს გავათბობ,
ფიქრსაც გავართობ..
დავხატავ მზეს,ღამეს კი წავშლი,
გაჩუქებ დღეს, წყვდიადს კი დავშლი,
და მზესთან ერთად ოცნებებს გავშლი,
ჩარაზულს გავხსნი,
ამ გრძნობას ავხსნი!
მთვარე მზეს ქარგავს,იმედს არ კარგავს,
მზე კი მას ადნობს,
სიცოცხლეს ანდობს..
მთვარე გულს აძლევს,
უგულოც გაძლებს,
მზეზე რომ ფიქრობს,
ტკივილებს იქრობს,
არაფერს ითხოვს..
რომ შეუყვება მისი გრძნობა მზისფერ ქარაფებს,
ისიც იცის მზე რომ მის ბედს თვითონ განაგებს,
ეს სულერთია,
გრძნობა - ღმერთია,
და ეს მთვარეა - მზეზე მლოცველი,
ეს კი გრძნობაა - ყოვლისმომცველი!

[H]

პ.ს. ფოტო ჩემს მიერაა გადაღებული.



№1 სტუმარი °ენი°

გამარჯობა
ლამაზი ფოტოა, ისევე როგორც ლექსი :)
თითქოს სიტყვები ცეკვავენო ასეთი ასოციაცია მიჩნდება თქვენი ლექსების კითხვისას(სისულელეა, მაგრამ ასე ვფიქრობ რატომღაც)
მოუთმენლად დაველოდები თქვენს ახალ ლექსს.
წარმატებები

 


№2  offline წევრი ჰაიკო

°ენი°
გამარჯობა
ლამაზი ფოტოა, ისევე როგორც ლექსი :)
თითქოს სიტყვები ცეკვავენო ასეთი ასოციაცია მიჩნდება თქვენი ლექსების კითხვისას(სისულელეა, მაგრამ ასე ვფიქრობ რატომღაც)
მოუთმენლად დაველოდები თქვენს ახალ ლექსს.
წარმატებები


ისევ შენ?)) ❤️
გამოგიტყდები და ამ ლექსის წაკითხვისას მეც გამჩენია მასეთი შეგრძნება, უცნაურია. ვფიქრობ ეს იმითაა გამოწვეული, რომ პირველ სტროფში ყოველი მეორე სტრიქონი იმ სიტყვით იწყება, რომლითაც მთავრდება წინა სტრიქონი. არვ ვიცი, ასე მგონია მე..
ახალი ლექსები არ მაქვს, ყველა ძველია და ყოველდღიურად ვდებ, სანამ არ გამოილევა მარაგი:)
მადლობა რომ კითხულობ❤️
პ.ს. ფოტოგრაფიის ნიჭით არ გამოვირჩევი, ეს კი არა, საცოდავი "ფოტოგრაფი" ვარ, თუმცა ეს ფოტო რატომღაც ნორმალური გამოვიდა.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3 სტუმარი Nana

ჰაიკო
°ენი°
გამარჯობა
ლამაზი ფოტოა, ისევე როგორც ლექსი :)
თითქოს სიტყვები ცეკვავენო ასეთი ასოციაცია მიჩნდება თქვენი ლექსების კითხვისას(სისულელეა, მაგრამ ასე ვფიქრობ რატომღაც)
მოუთმენლად დაველოდები თქვენს ახალ ლექსს.
წარმატებები


ისევ შენ?)) ❤️
გამოგიტყდები და ამ ლექსის წაკითხვისას მეც გამჩენია მასეთი შეგრძნება, უცნაურია. ვფიქრობ ეს იმითაა გამოწვეული, რომ პირველ სტროფში ყოველი მეორე სტრიქონი იმ სიტყვით იწყება, რომლითაც მთავრდება წინა სტრიქონი. არვ ვიცი, ასე მგონია მე..
ახალი ლექსები არ მაქვს, ყველა ძველია და ყოველდღიურად ვდებ, სანამ არ გამოილევა მარაგი:)
მადლობა რომ კითხულობ❤️
პ.ს. ფოტოგრაფიის ნიჭით არ გამოვირჩევი, ეს კი არა, საცოდავი "ფოტოგრაფი" ვარ, თუმცა ეს ფოტო რატომღაც ნორმალური გამოვიდა.

Nana

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent