შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

E pluribus, unum! (ერთი, მრავალთაგან!) (18+)

19-06-2021, 11:31
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 964

ჟამთა სიავით დასეტყვილ მხრებზე მაწვება ჯვარი
და ვეღარ მიცავს დაფლეთილი სევდის აბჯარი,
ეს უთქმელობა მკაწრავს, როგორც ბასრი ხანჯალი,
და ბზარებიდან - შავი, თეთრი, მათი ნაჯვარი..
მუქ ფიქრებს აპობს ბრაზი, ვით ქიმი გემის,
ყურში ჩამესმის გარდაუვალის წკრიალი - ხემის,
ცივი შეხება გაყინული,მსახვრალი ხელის,
აღარ მადარდებს ფიქრთა გამხელის,
და ბედის წიგნში ამოკითხვა ჩემი სახელის..
უნდა გავექცე წყვდიადის მარწუხს,
ვითომ ჩემზე წუხს..
და ხალხის ბრბოში, როგორც ტყეში
და ორნამენტებს, როგორც ხეში -
ვაკეთებ ბილიკს,
მე არ ვცნობ ქილიკს!
და ეს სამყარო ჩემთვის კოლბაა..
და ტკივილებიც -
ზოგი პატარა, ზოგიც - ზორბაა,
და სულსაც ვმიჯნავ შუშის თხელი, მყიფე კედლებით,
და დოგმებს ვლეწავ ლანძღვით, გინებით,
ხანაც ჩხუბით,
ხანაც - ვედრებით!
და მძულს ღიმილი სტრატეგიული,
სტრატეგიული, ორაზროვანი,
თუნდაც მსჯელობა სწორხაზოვანი,
ყალბ წვეროსანთა - "მამაო ჩვენო, მადლი ღვთიური",
შემაგონებლად, თავდაჯერებით -
ჭეშმარიტება -
რბილი ეკლებით -
სატანას ვეკვრებით!
ხორცის დათრობით,
მამათმავლობით, გარყვნილებით -
შენიღბული წმინდა სკვნილებით!
"იხარეთ და იბედნიერეთ თქვენი შვილებით"..
ერთმანეთისთვის განკუთვნილი შხამის ფიალით,
ძალაუფლებით გამხეცებული,ბოროტ ღრიალით,
შხამიანი ენის ტრიალით,
ორომტრიალით,
და სუფრის თავში - მხეცით რქიანით!
სიყვარული - "ცოდვა" მალული,
სიბოროტისგან დაცემული, გადამალული.
...და ცრურწმენებით,
სიბრმავით და ჩვენი კერპებით -
ვითომ ღმერთებით,
ერთმანეთს ვუღიმით,
გადის ჟამი,
სიმართლეს ვამბობთ, ვითომ ვქველდებით,
ცერცვი და კედელი..
ვჩერდებით!
შავი და თეთრი - რომელს ვენდოთ, ამას ვერ ვხვდებით,
და ასე - პირში ბურთით,
სულის ხუთვით,
სიცრუის ლესვით,
და ღვარძლის თესვით,
ურჩი თვალები - ნაცრის მოგლესვით!
თვალახვეული,
სიმართლე ჭორში გადახვეული,
ტკბილად ვიწვებით საკუთარ თავში,
სიმართლეს ვკეტავთ ბილწის საცავში,
გარშემორტყმული სიცრუის კედლებით,
რობოტნი ვხდებით,
და ჩვენს სიბრმავეს ხან ვერ ვხვდებით,
ხანაც "ვერ" ვხვდებით!
და ერთმანეთის უმიზნო ქებით -
"მშვიდად" ვბერდებით!

[H]

№1 სტუმარი Qeti qimucadze

ქართველი ადამიანის ცხოვრებისა და პიროვნების გარითმული რეალობა..........თუნდაც მსჯელობა სწორხაზოვანი,
ყალბ წვეროსანთა - "მამაო ჩვენო, მადლი ღვთიური",
შემაგონებლად, თავდაჯერებით -
ჭეშმარიტება -
რბილი ეკლებით -
სატანას ვეკვრებით!
ხორცის დათრობით,
მამათმავლობით, გარყვნილებით აი ესაა ჩვენი მორწმუნეებს. ყოჩაღ ძალიან მომწონს თვითონ რითმის საფეხურები. წარმატებები

№2  offline წევრი ჰაიკო

Qeti qimucadze
ქართველი ადამიანის ცხოვრებისა და პიროვნების გარითმული რეალობა..........თუნდაც მსჯელობა სწორხაზოვანი,
ყალბ წვეროსანთა - "მამაო ჩვენო, მადლი ღვთიური",
შემაგონებლად, თავდაჯერებით -
ჭეშმარიტება -
რბილი ეკლებით -
სატანას ვეკვრებით!
ხორცის დათრობით,
მამათმავლობით, გარყვნილებით აი ესაა ჩვენი მორწმუნეებს. ყოჩაღ ძალიან მომწონს თვითონ რითმის საფეხურები. წარმატებები

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ქეთი❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№3 სტუმარი °ენი°

სამწუხარო სინამდვილე...
ზოგს იმედი აღარ აქვს, მაგრამ მე მჯერა, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება.
გუშინდელი დღის ლოდინათ ღირდა ეს ლექსი :) ♡

°ენი°
სამწუხარო სინამდვილე...
ზოგს იმედი აღარ აქვს, მაგრამ მე მჯერა, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება.
გუშინდელი დღის ლოდინად ღირდა ეს ლექსი :) ♡

№4  offline წევრი ჰაიკო

ადამიანს ყოველთვის უნდა ჯეროდეს უკეთესი მომავლის, ენი❤️
მადლობა რომ მელოდებოდი❤️❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№5 სტუმარი Mariami

ჩემი მართალი კაცი! ???????? ნიჭიერი და გონიერი! heart_eyes წარმატება შენ! <3

№6  offline წევრი ჰაიკო

Mariami
ჩემი მართალი კაცი! ???????? ნიჭიერი და გონიერი! heart_eyes წარმატება შენ! <3

გმადლობთ, მარიამ, მაგრამ არც ისე ნიჭიერი და გონიერი, ალბათ ზომიერად.
ღრმა პატივისცემით გეტყვით, რომ "ჩემი" ოდნავ შეუსაბამო იყო.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

ჰაიკო
Mariami
ჩემი მართალი კაცი! ???????? ნიჭიერი და გონიერი! heart_eyes წარმატება შენ! <3

გმადლობთ, მარიამ, მაგრამ არც ისე ნიჭიერი და გონიერი, ალბათ ზომიერად.
ღრმა პატივისცემით გეტყვით, რომ "ჩემი" ოდნავ შეუსაბამო იყო.

რომ მცოდნობა, ასე გაგაბრაზებდათ ჩემი კომენტარი, აღარ დავწერდი. ჩემიანი, ჩემნაირი, ჩემეული ვიგულისხმე:)

№8 სტუმარი ენი

გამარჯობა. ისევ მე ვარ
დღეს შემოვედი, ვიფიქრე თქვენს ახალ ლექსს წავიკითხავ_მეთქი
მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ????
ვიმედოვნებ თქვენი ლექსების მარაგი არ გამოლეულა და ეს უბრალოდ შესვენებაა.. ♡

№9  offline წევრი ჰაიკო

ენი
გამარჯობა. ისევ მე ვარ
დღეს შემოვედი, ვიფიქრე თქვენს ახალ ლექსს წავიკითხავ_მეთქი
მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ????
ვიმედოვნებ თქვენი ლექსების მარაგი არ გამოლეულა და ეს უბრალოდ შესვენებაა.. ♡

არა, მაგრამ მალე გამოილევა:)
ახალი ატვირთულია უკვე.
♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent