შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ღმერთი


21-07-2021, 18:10
ავტორი ჰაიკო
ნანახია 2 303

ყოველთვის მინდოდა მყოლოდი ახლოს,
ჩემი თითები შენს სულს რომ ვახლო,
მზისფერ ტილოზე შენს თვალებს ვსახავ,
ამით ჩემს სულსაც თუ გარდავსახავ..
მხატვარს სჭირდება რითმები ძველი,
თვალები - სველი,
გრძნობა - დამწველი..
მიყვარს, ტალღები რომ მოჩანს ტბებში,
სურნელი - თმებში,
მიყვარს ფიქრი და მიყვარს გარჯა,
არ მიყვარს განსჯა,
და არც ხელების ფათური სულში,
მახვილი - გულში,
ზეციდან ხმები,
და როგორც საფლავზე ვარდი,
ისე გავხმები..
დაიბადება მკერდში რითმები,
სხვის ბინძურ აზრებს არ ვერითმები,
უსულო ხელებს ფუნჯი ვერ იტანს,
და განთიადის ვარსკვლავს ამიტანს?
მოქუფრულ ზეცას დაამსხვრევს ელვა,
გულსაც გაათბობს გრძნობათა ღელვა,
მომწონს ლოყაზე ხატვა წვეთებით,
გულის გაპობა ისრის კვეთებით..
მინდა მოვასწრო ღიმილის დარგვა,
და თეთრ ტილოზე სიტყვების ქარგვა..
ღრუბლებს შევღებავ რითმების ფუნჯით,
მოღუშულ ზეცას - ბრწყინვალე ლურჯით,
გულიც გათბება ტალღით, ძლიერით,
გრძნობით - ხნიერით,
და ღვთისნიერით.
მოვიკრეფ ძალას, გავაქრობ ტკივილს,
ამისთვის ვითხოვ მხოლოდ შენს ღიმილს,
ყინულს დავადნობ,
დარდს თუ გამანდობ,
არ დაგჭირდება შენ სხვა საფარი,
შენთვის ვიქნები კედელი, ფარი,
შენთვის ვიქნები მოციმციმე თბილი ლამპარი,
არა - ზღაპარი!
...გრძნობის კედელზე ტილო ჰკიდია,
გრძნობა არასდროს გამიყიდია!
რითმების ფუნჯსაც ეხება ხელი,
რომ ამოქარგოს შენი სახელი...
გრძნობას დახატავს მხატვარი სიტყვის,
და შენ თუ იტყვი......
აღგზნებულ გულს ხომ გრძნობები ერთვის,
და ღამე ტყდება შენთვის და..შენთვის!
და შენ ყოფილხარ ის ერთადერთი,
ის ერთადერთი -
გრძნობების ღმერთი!

[H]



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ის ერთადერთი. გრძნობების ღმერთი. ყოჩაღ. მაგარიააა. ცოტა ცრემლიც მომერია და ასეეე

 


№2  offline წევრი ჰაიკო

Qeti qimucadze
ის ერთადერთი. გრძნობების ღმერთი. ყოჩაღ. მაგარიააა. ცოტა ცრემლიც მომერია და ასეეე


როგორი სითბო მოდის შენგან, ქეთი♥️
მადლობა დიდი.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3  offline ადმინი ელ პინი

ვის ეძღვნება ეს ლექსი?

 


№4  offline წევრი ჰაიკო

ელ პინი
ვის ეძღვნება ეს ლექსი?


არავის ელ, ძველი ლექსია.
რაიყო, შენში გადატრიალება მოხდა და ლექსების კითხვა დაიწყე?;)
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№5  offline ადმინი ელ პინი

ჰაიკო
ელ პინი
ვის ეძღვნება ეს ლექსი?


არავის ელ, ძველი ლექსია.
რაიყო, შენში გადატრიალება მოხდა და ლექსების კითხვა დაიწყე?;)

არა, არ დამიწყია, ატვირთვისას გადავხედე. დაწერის მიზეზი მაინტერესებდა - რა/ვინ იყო. სულ ესაა.

 


№6  offline წევრი ჰაიკო

ელ პინი
ჰაიკო
ელ პინი
ვის ეძღვნება ეს ლექსი?


არავის ელ, ძველი ლექსია.
რაიყო, შენში გადატრიალება მოხდა და ლექსების კითხვა დაიწყე?;)

არა, არ დამიწყია, ატვირთვისას გადავხედე. დაწერის მიზეზი მაინტერესებდა - რა/ვინ იყო. სულ ესაა.


მადლობა, რომ ამიტვირთე♥️ ვიცი, რომ გასული ხარ და შენი მხრიდან ორმაგად სასიხარულოა ყურადღების გამოჩენა.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№7 სტუმარი Ana-maria

ნეტა შემეძლოს იმ ერთადერთს ასე მივწერო.თეთრ ტილოზე სიტყვების ნაქარგი იმდენად ემოციური იყო,ცრემლი მომერია.

 


№8  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
ნეტა შემეძლოს იმ ერთადერთს ასე მივწერო.თეთრ ტილოზე სიტყვების ნაქარგი იმდენად ემოციური იყო,ცრემლი მომერია.


შენგან ხშირად იმხელა ტკივილს ვგრძნობ, რომ მინდება რამენაირად გაგესაუბრო, დაგამშვიდო ან რამე რავიცი.. ანა-მარია, ყველაფერი კარგად იქნება, და თუ ცუდი პერიოდებია ჩვენს ცხოვრებაში, ზოგადად, ეს ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელია, მე ასე ვფიქრობ.. და ცუდს კიდევ ყოველთვის მოჰყვება კარგი.
მადლობა♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent