შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი, სიკვდილო!...


9-06-2021, 19:52
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 583

დაწყნარდი სულო,
ჩადექი გულო,
გულო - ავგულო,
და დაკარგულო..
ცხოვრების სარკეს ვხაზავ თითებით,
ამით ვსაზრდოობ,ტანჯვით,მითებით,
და ჩემს ნახატებს თუ მიმიხვდებით,
ჩემი რითმებით ვერ შეგპირდებით..
ყვირილი ბნელში,
სიკეთე - გველში,
გრძნობით დამწველში..
შიგნით ღრუბლები,
წინ - ალუბლები!
და ალუბლები, ფერთა კრიალი,
განგება მეფობს,მახვილთ ზრიალი,
და ძვლების კოცნა,ველი - ტრიალი..
ლაქები სულში,
ვით გრძნობა - გულში,
პალიტრა თეთრზე,
ფერები - მკვეთრზე..
შემომეხვევა ტკივილი დარდად,
ბოროტიც მეფობს კეთილის გარდა,
მათ შორის ვებრძვი უთხელეს ფარდას..
გული ოდესმე თუ გამიქვავდა,
ოდესმე რითმი თუ დამიმთავრდა,
ჩემი ოცნება თუ ვერ ასრულდა,
ფერები მკვეთრი იქვე დასრულდა,
და მხატვარს ფუნჯი თუ მიღალატებს,
მაღლა მოვივლი მზისფერ პალატებს..
სიტყვა უთქმელი თუ კი დარჩება,
ჩემი რითმები ვერ გადარჩება,
რითმით ნახატი სულში ჩამრჩება,
სიცარიელე სწრაფად გაჩნდება..
წვიმის წვეთები ასველებს რითმებს,
დამშანთავ წვეთებს ყოველ წამს ვითმენ,
ბინძური ბრჭყალი წამგლეჯავს ფუნჯებს,
და ჩაამუქებს ჩემს ნახატს ლურჯებს, სულის ყვირილი ნახატს წამიშლის,
ნახატის წაშლით - სულსაც დამიშლის..
რითმები კვდება,
გული ვერ ხვდება,
ჩემი ოცნება იქაც შემხვდება..
მძვინვარე ხელით იხევა ტილო,
მოდი სიკვდილო,
მოდი სიკვდილო!

[H]



№1  offline წევრი გორგოძე

ჰაი ჰაი ჰაი ძაან მაგარიაა heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes
--------------------
ლ.გ

 


№2  offline წევრი ელენე (ნენე)

მიყვარს!!!!

 


№3  offline წევრი ჰაიკო

გორგოძე
ჰაი ჰაი ჰაი ძაან მაგარიაა heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes


ჰაი ჰაი ჰაი?:):)
გვარით არ მახსენდები შე მხიარულო შენა.
დიდი მადლობა, რა კარგად გამაღიმე და გამათბე იცი?

ელენე (ნენე)
მიყვარს!!!!


ვაჰ.. რა გინდათ ჩემგან? რას მერჩით? რატომ არ იშურებთ სითბოს და რატომ მათბობთ ასე?
ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent