შანიტა
შანიტა, ჩავიცვათ კაბები ფარფატა, დღეს უნდა ვეცეკვო მე სიკვდილს ბოლოჯერ, უღონო სხეულმა იმდენად დამღალა, აღარ მსურს დაღლილი ჩემს თავთან ვომობდე. შანიტა, მათხოვე ქაშმირის თავშალი, ქარია გარეთ და მიწეწავს ნაწნავებს, ველოდი, არავინ გამოჩნდა მაშველი, არ ვიცი სიცოცხლე რატომღა მაწვალებს. შანიტა, სურნელი ჩემს თმებში იბნევა, სურნელი ლიმონის, მოცვის და ვარდების, მოკვდება ყველა ვინც დინებას მიჰყვება,- ვამბობ და უეცრად უფსკრულში ვვარდები. შანიტა მათხოვე წითელი ტუჩსაცხი, ალივით მხურვალე გამიხდეს ტუჩები, ყოველღამ ტკივილი ჩუმად რომ სულს მაცლის სულ უფრო ძლიერად მაშინღა ვურჩდები . შანიტა სად გაქრა ბავშვური ოცნება? ოცნების კოშკები დაგვენგრა წამებში, ჩვენს გულში დარდები იზრდება ბორცვებად, სად გაქრა სიცელქე გიშრისფერ თვალებში? შანიტა, იცეკვე, იცეკვე დილამდე, იცინე თითქოს და სიცოცხლე გწყურია, გიყვარდეს მზის ჩასვლა,ამოსვლაც გიყვარდეს, სამყარო გიყვარდეს ყველაფრით სრულიად. შანიტა, ვიმღეროთ ღიმილზეც , დარდებზეც, მინდა რომ ვიმღეროთ კვლავ მთელი არსებით, ოცნებებს პეპლების საჭერით დავსდევდეთ, ოცნებებს , რომლისაც გვჯეროდა სავსებით. შანიტა, ჩავიცვათ კაბები ფარფატა, მოვხატოთ კედლები ვან გოგის ფერებით, სანამ სიცოცხლემ ბოლომდე დაგვღალა, ჩამკიდე, ჩამკიდე ეგ თბილი ხელები... ანნა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.