იკეთებს მასკებს,ხალხი ვერ ამჩნევს...
იძრობენ ნიღბებს,დამალულ ნიღბებს და რეალურ სახეს არავინ იღებს, იცნობს თავის თავს სარკეში იცნობს და რეალურად ვერავინ გაიცნობს. იკეთებს მასკებს,ხალხი ვერ ამჩნევს, გადაგვარებას ხალხთან ხომ ამხელს, ის თავის თავს არასდროს გაამხელს იკეთებს მასკებს და ამას არ ამხელს. რაც გაიგეს-ისიც ვერ გაიგეს, აზრსაც უაზროდ აღარიბებენ, სრულყოფილებას დააკლებს აზრებს, აქ ხომ ჩინოვნიკობას აყალიბებენ. და აღარ იღებენ... ხმასაც კი აღარ იღებენ, დაოკდა ხალხი,გაოცდა ხალხი, აქ ხომ მართლებსაც აპატიმრებენ. ზარებს რეკავენ მდუმარე ხმებია, გადაგვარების განგაშის ხმებია, ნავები იალქნებს მდუმარედ მიაქნევს, აქ ხომ სიმართლეს ვერავინ მიაგნებს. და პატივს არ მიაგებს... მასკებს იძრობენ,სახეებს იხრჩობენ, ხალხი ერთმანეთს პატივს არ მიაგებს, პატივისცემას ერთადვე იქრობენ. მიეცეს კეისარს უფლება კეისრის, ყველა მშვილდოსანს წოდება მეისრის, მეფეებს ომი სურთ ხალხს კი მშვიდობა და ომს ის ეწირება ვისაც სურს მშვიდობა. აქ აზრსაც უაზროდ მიღარიბებენ, უკან მდგომარება მქადაგებლები, სამოთხის კარამდე მიმაცილებენ, აზრთა სხვაობის გამყალბებლები. შ.ბასილაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.