შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო ლექსი : დასასრული.


3-10-2021, 17:04
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 875

არც დასაწყისი,
არც დასასრული,
აღარ მოვიდა ეს აღსასრულიც..
უცებ აენთო და უცებ ჩაქრა,
ჩემი რითმებიც უკვალოდ გაქრა.
..და აღარ მინდა, დაბრუნდეს მუზა,
მორჩა, გათავდა, ავწიე ღუზა..
მაგრამ რაც დარჩა -
ნამსხვრევებისგან რაც კი გადარჩა,
რითმების ძგერას -
ვით ცოცხალ ბგერას,
როგორც ლურჯ ცაზე მოლივლივე მტაცებელ ძერას,
ვერ დავთმობ, ვერა..
რაღაც იწყება,
რაღაც მთავრდება..
მოვიდა დრო, რომ დავხიო ტილო,
გავაქრო რითმა,
როგორც გულის თქმა..

[ზოგადად, ქართველებს დამშვიდობების უამრავი სიტყვიერი ფორმა გვაქვს, "ნახვამდის" ნიშნავს, რომ ისევ შევხვდებით, ან ვიმედოვნებთ, რომ ისევ შევხვდებით, თუმცა, არც "ნახვამდის" გეტყვით, არც "მშვიდობით", რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ, დღეს კი ასეა. ჩემი საიტზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოვასწარი, ბევრისთვის სიამოვნების მინიჭება, ბევრისთვის მოწყენის და ტკივილის.. თუმცა ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ცოცხალი ორგანიზმები, რომელიც ვგრძნობთ ერთმანეთს, შეცდომებს ვუშვებთ, გვიხარია, გვწყინს და ა.შ. რაღაც არეულად გამოვიდა, მაგრამ დამშვიდობება რომ არ მეხერხება, ცნობილი ფაქტია. მიხარია, თუ ამ დროის განმავლობაში რამე შევმატე საიტს, თუნდაც ჩემი არეულ-დარეული "ლექსების" ხარჯზე. მადლობა ყველას, ვინც დამანახა ადამიანობა, რომ ისინი კვლავ არსებობენ დღევანდელობაში - ელ პინს, ანა-მარიას, ტერიკოს, გურამ თხის რქას, ქეთი იმერლიშვილს, ბელუ შეროზიას და ა.შ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, და არც მეხსიერება მაძლევს ამის საშუალებას.]
ბოლოს კი, მინდა შეგახსენოთ ჩემი ნაჯღაბნებიდან პატარ-პატარა ნაწყვეტები, და გამიხარდება, თუ წაიკითხავთ.

"..რომ შეუყვება მისი გრძნობა მზისფერ ქარაფებს,
ისიც იცის მზე რომ მის ბედს თვითონ განაგებს,
ეს სულერთია,
გრძნობა - ღმერთია,
და ეს მთვარეა - მზეზე მლოცველი,
ეს კი გრძნობაა - ყოვლისმომცველი!"

"..მე არსად წავალ,
მე მოვალ წამად,
თუ ისევ ფუნჯმა არ გამაწამა,
კვლავ დავიღვრები სპეტაკ ტილოზე ფერებად რითმის,
ამ გრძნობის ტოლი ვერასდროს ითქმის,
ვერც გამოითქმის!"

"..ზღვის ბოროტ ტალღებს გავატან სევდას,
სევდას - რომელიც მუდამ თან მდევდა,
თუ შემრჩა ძალა - დაგხატავ ზღვებად,
და მონატრების ფერად საზღვრებად.."

"..სევდამ არია ფიქრნი,
სატანას შიგნით ვიქმნი,
მაღლა წარვსდგები რიხით,
ნაცარი - მუქი შტრიხით.."

"..მსაჯული მოვა, 
იწყება გლოვა,
და მომგვრის მწუხრებს -
როგორც მარწუხებს,
ჯვარი მძიმეა, ტვირთი - მაწუხებს.."

"..შორეთს გაჰყურებენ ფიქრები,
ერთხელაც მოვალ და ვიქნები!
ნეტავ თუ სველდება ღაწვები,
ჩუმად შენს საწოლთან დავწვები.."

"..სად არის მზე და სად არის ზღვები?
სულს შემორტყმია მუქი საზღვრები..
და საუბრები უსახო "მესთან",
მაქვს პაემანი ამ უტყვ ღამესთან,
ხავსმორეული ოთხკუთხა ქვები,
ზარის რეკვები,
სიმწრის ღიმილით ვერ ვიკვებები.."

"..მე ვეღარ ვიღებ მწარე დროებას,
ამაოებას,
ამაოებას - ფიქრებით დასჯილს,
ულმობლად განსჯილს..
როცა სცივა ქვას,
და თუნდაც ამას ტკივილი ერქვას,
თავისი ადგილი ხომ უნდა ქვასაც,
უხავსოდ ტირის და სტკივა მასაც.."

"..და თუ დავიწვი,არც ეს მადარდებს,
ყინულის ფარად ავიკრავ დარდებს,
მეწამულ ფარდებს..
მოდით, დამჩეხეთ,
და მარილად მომაყარეთ დაპირებები,
და პოეზიით - გაკვირვებები!
ყველაფრის შემხედს მეკარგება სურვილი წერის,
ჩუმი ხითხითი - ჟამთააღმწერლის.."

"..მწამს მხოლოდ წვიმიანი დღის,
ნაცრისფერი ცის - 
მოთქმა რომ იცის,
ეკლიანი გზის,
ლიმონისფერ მზის,
ლტოლვის ღმერთების,
თვალთა კვეთების,
და კრისტალებად დამსხვრეული წვიმის წვეთების!.."

"..სულო იყუჩე..
ამ ბოთლით დარდებს ვერ გაიყუჩებ!
სარკიდან მიმზერს მკაცრად და ცივად,
მე ახლა მცივა,
ფოთლები მცვივა.."

"..ზეცის თაღებქვეშ ღრიალებს მთვარე,
მთვარის ტკივილი ვერასდროს ვთვალე,
სევდა აკოცებს მის მუქ,ღრმა თვალებს,
თვალებს - ნამთვრალევს.."

"..ამ ცოდვილ ხელებს შევადარებ სისხლიან პაზლებს,
მტირალი ტილო ფუნჯის გარეშეც მშვენივრად გაძლებს,
რადგან ეს ფუნჯი ტკივილის მეტს არაფერს აძლევს!.."

".....მე მხატვარი ვარ,
სიტყვებით ვხატავ,
რითმებით ვქარგავ
და სულსაც ვკარგავ.."

"..ოთხი გზა - სულის ოთხი სარკმელი,
გზა პირველია - სუნი საკმევლის,
გზა მეორეა - ფიქრთა აღკვეთის,
გზა მესამეა - სასოწარკვეთის,
და გზა მეოთხე - ხატვის და ქარგვის,
რითმის დალპობის, სულის დაკარგვის.."

"..ტკივილის ფუნჯით მოვიხატავ ჩემს სხეულს ტანჯულს,
დავენახები,თავს დავუხრი ულმობელ მსაჯულს,
უფორმო სულში იბადება შეგრძნება სეტყვის,
ჯოჯოხეთს წავალ, თუ მსაჯული მე ამას მეტყვის!"

"..და მივაბიჯებ ნაცრისფერ ნისლში,
ნისლი - რომელიც ისმის ჩემს ფიქრში,
ფიქრი - რომელიც აწამებს წამებს,
წამი - რომელიც ათენებს ღამეს,
ღამე - რომელიც აღავსებს ყორანს,
მონეტას ვისვრი და ველი ბორანს!"

"..ნუ დაფიქრდები,მარტივად ვიტყვი,
მარტივად ვიტყვი
სულ ოთხი სიტყვით,
ეს ყველაფერი რომ განგიმარტო:
"შენ არასოდეს დარჩები მარტო!"

"..საფარი თოვლის,
მომცველი ყოვლის,
გული - ყინულის,
გრძნობები - ნულის,
შეკრული შუბლი - ფერია ღრუბლის,
როცა დავტოვებ ნაცრისფერ ქუჩებს,
და ნაფლეთ-ნაფლეთ უზენაესი რომ მომაქუჩებს.."

"..ამოვა მზე და გაფანტავს წყვდიადს,
მაჩუქებს სითბოს,ულევს და დიადს,
შთამბერავს სულს და წაიღებს ტკივილს,
და დამავიწყებს ამ უძლურ კივილს.."

"..უსასოობა, თვალებში ნისლი,
სულს ვეღარ ვიცვლი!
ყალბი ღიმილი, გულში კი-სევდა,
და ამ ყველაფერს მხოლოდ შენ ხედავ,
ნუ შემეხები, ნუ შემომხედავ!"

"..ცხოველ ვედრებას წაუღია წლები დიადი,
ფუნჯი მომპარა,შემომახვია ირგვლივ წყვდიადი,
ფიქრი წაბილწა და დაამიწა,
აზრი დაშალა,
და ბოროტებამ ჩემს დაღლილ სულში ფრთები გაშალა..
ფუნჯი წამგლიჯა,ტილო - წაშალა..
სულზე შემახო ბინძური ხელი,
რომ ამოტვიფროს მისი სახელი.."

"..წვიმის წვეთები ასველებს რითმებს,
დამშანთავ წვეთებს ყოველ წამს ვითმენ,
ბინძური ბრჭყალი წამგლეჯავს ფუნჯებს,
და ჩაამუქებს ჩემს ნახატს ლურჯებს.."

"..რითმები კვდება,
გული ვერ ხვდება,
ჩემი ოცნება იქაც შემხვდება..
მძვინვარე ხელით იხევა ტილო,
მოდი სიკვდილო,
მოდი სიკვდილო!"

"..ოღონდ ნუ მეტყვით
სიტყვათა სეტყვით:
"ესეც გაივლის!"
ყალბი სიტყვები ეკლებად მივლის!
შავ-თეთრი მარტი ებრძვის ღიმილს,
ხრინწიან ყვირილს,
უცრემლო ტირილს,
..და ეს მადარდებს!
რომ სულის კაწვრა დააკისრეს ეკლიან ვარდებს.."

"..ყალბი ღიმილით ვუღიმი წყვდიადს,
რითმებით აღვწერ ულმობელს, დიადს,
იქნებ შეწყვიტოს ამ სულის წეწვა,
იქნებ შეწყვიტოს ფიქრების ლეწვა,
იქნებ შეწყვიტოს ნისლისფრად ლესვა,
ტკივილი - რომელმაც თასიდან შემსვა.."

"..მინდა გავექცე სამართლიან ჯვარს,
მუდამ რომ მტანჯავს,
ჩემს სულს რომ ხარჯავს,
მე არ ვაპირებ არავის განსჯას
და ვიმსახურებ მუდმივად დასჯას!"

"..მინდა გავექცე ცხოვრებას წყეულს,
განვშორდე სხეულს -
ბოროტით ძლეულს..
მე მსურს დავხატო სიტყვები ჩემი,
რითმი - ნარჩევი,
სეტყვად მოვალ და წვიმად დავრჩები.."

"..გრძნობის კედელზე ტილო ჰკიდია,
გრძნობა არასდროს გამიყიდია!
რითმების ფუნჯსაც ეხება ხელი,
რომ ამოქარგოს შენი სახელი.."

"..მუქ ფიქრებს აპობს ბრაზი, ვით ქიმი გემის,
ყურში ჩამესმის გარდაუვალის წკრიალი - ხემის,
ცივი შეხება გაყინული,მსახვრალი ხელის,
აღარ მადარდებს ფიქრთა გამხელის,
და ბედის წიგნში ამოკითხვა ჩემი სახელის.."

"..და ეს სამყარო ჩემთვის კოლბაა..
და ტკივილებიც -
ზოგი პატარა, ზოგიც - ზორბაა,
და სულსაც ვმიჯნავ შუშის თხელი, მყიფე კედლებით,
და დოგმებს ვლეწავ ლანძღვით, გინებით,
ხანაც ჩხუბით,
ხანაც - ვედრებით!"

პ.ს. მოკლედ, სულ ეს იყო..
მუდამ თქვენი მოსიყვარულე - ჰაიკო.
პ.ს.ს. შიგნით ღრუბლები, წინ - ალუბლები.

[H]



№1  offline ადმინი ელ პინი

ათასჯერ გითხარი, რომ ყველაზე მეტად მრავლობითი მეზიზღება და მაინც.

 


№2 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ელ პინი
ათასჯერ გითხარი, რომ ყველაზე მეტად მრავლობითი მეზიზღება და მაინც.


ცუდი მოსწავლე ვარ ელპინ. და თან მეხსიერების პრობლემებიც მაქვს:) არაუშავს. მადლობა რომ პირველი ხარ.

 


№3  offline წევრი ელენე (ნენე)

რა ვთქვა?!
იმედი მაქვს, რომ კვლავ ვნახავ შენს ლექსებს.
წარმატებები ყველაფერ კარგში!

 


№4 სტუმარი Ana-maria

მართალი რომ გითხრათ სულ თქვენი ლექსების მოლოდინში ვიყავი. რაღაც ძალიან ახლოს მოვიდა ჩემ გულთან სულთან. ვფიქრობდი,მეც რომ შემეძლოს?ალბათ ასე ამოვთქვამდი. მადლობა რომ იყავით და მადლობა აწიც რომ იქნებით. მე ყოველთვის დაველოდები ახალს. წარმატებები და გელოდებით მომავალში......

 


№5  offline წევრი likuu_s

როგორი კარგი და ამავდროულად როგორი სევდით სავსეა შენი ლექსები.

თვალები ამიცრემლიანდა.

რამდენ სევდას იტევს…

წარმატებები!❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

"მშვიდობით, მშვიდობით, კმარა!

მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც,

დე, სხვისთვის იქროლოს ქარმა,

დე, სხვისთვის ანათოს მთვარემ.


მე უკვე ჩავკეტე კარი,

სხვა კაცად ვიქეცი თითქოს,

ძაღლივით დავტოვე გარეთ,

რაც იყო, რაც უკვე იყო..."
..
მშვიდობით არა, ნახვამდის!

 


№7  offline წევრი ჰაიკო

ელენე (ნენე)
რა ვთქვა?!
იმედი მაქვს კვლავ ვნახავ შენს ლექსებს.
წარმატებები ყველაფერ კარგში!


მადლობა დიდი ნენე❤️

Ana-maria
მართალი რომ გითხრათ სულ თქვენი ლექსების მოლოდინში ვიყავი. რაღაც ძალიან ახლოს მოვიდა ჩემ გულთან სულთან. ვფიქრობდი,მეც რომ შემეძლოს?ალბათ ასე ამოვთქვამდი. მადლობა რომ იყავით და მადლობა აწიც რომ იქნებით. მე ყოველთვის დაველოდები ახალს. წარმატებები და გელოდებით მომავალში......


ანა-მარია❤️ შენ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მკითხველთა შორის ხარ, ვინც არასდროს იშურებს და არასდროს ეზარება კომენტარის დატოვება და აზრის გამოხატვა, მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის❤️

likuu_s
როგორი კარგი და ამავდროულად როგორი სევდით სავსეა შენი ლექსები.

თვალები ამიცრემლიანდა.

რამდენ სევდას იტევს…

წარმატებები!❤️


ჰოო.... ალბათ ასეა. მადლობა შენ ძალიან დიდი❤️

სტუმარი Life is beautiful
"მშვიდობით, მშვიდობით, კმარა!

მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც,

დე, სხვისთვის იქროლოს ქარმა,

დე, სხვისთვის ანათოს მთვარემ.


მე უკვე ჩავკეტე კარი,

სხვა კაცად ვიქეცი თითქოს,

ძაღლივით დავტოვე გარეთ,

რაც იყო, რაც უკვე იყო..."
..
მშვიდობით არა, ნახვამდის!



მშვიდობით არა, ნახვამდის? :):) არ ვიცი, დღეს ასეა, ხვალ ვნახოთ..
მადლობა❤️❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent