შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*წუთისოფელი*


4-12-2021, 11:50
ნანახია 9 967

დღემდე უფალი რაღაცას ნატრობდა
სინათლე სურვილლს იმ წამსვე ახშობდა,
სანთელი გულთბილად რაღაცას ამბობდა
როდესაც,სასმელი სიჩქარით მათრობდა,

ვგრძნობდი,თუ როგორი სისწრაფით გარბოდა
ძახილი უფლისა რაღაცას ატყობდა,
მეამა,გულით აღვსილი გრძნობები
სულით კი ვიყავი ჩათრეულ მორევში,

წყალი ირეკლავს ვერცხლისფერ სხივებს,
თითქოს ის მთვარის სულის სარკეა
ხის ქვეშ კი სძინავთ არეულ ფიქრებს
მათ რომ შეჰყურებს მხოლოდ მთვარეა,

მთელი სიმძაფრით ვიგრძენი აწმყო
ფიქრებს ჩავხედე ტირიფის ძირას!
ეს გავიფიქრე : ღირს მიტოვება?
დავემშვიდობე უცნაურ სიზმარს,

უხვად,ლამაზად მტოვებდა ბედი
იქვე,სიმძაფრით იხსნიდა ჯაჭვებს
ისე,სიტკბოთი ფრინავდა გედი
რომ სხვაც ვერ აღებდა სისხლისფერ კარებს,

ზოგჯერ ტკივილი გვიმძიმებს ყოფას,
დარდისგან დაღლილთ არა გვაქვს ძალა
მერე ვამხნევებთ საკუთარ თავს და
ხმამაღლა ვამბობთ,რომ მორჩა,კმარა

ზოგჯერ გვტოვებენ და მაინც გვიყვარს
და გვიან ვხვდებით არ არის ღირსი,
ვერ დავიბრუნებთ გაფრენილ წუთებს
ჩვენად ვერ ვაქცევთ რაც არის სხვისი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent