შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სახეზე


9-01-2022, 19:25
ავტორი guroo
ნანახია 1 249

დიდიხანია ვამჩნევ უკვე, რომ შენს სახეზე
ამ სახლის ფანჯრის ჩრდილები დადის.
და არ მბეზრდება საათობით შენი ყურება და შენი სახის,
ზედ რომ ატყვია უსაშველოდ მწვალებელი ფიქრების კვალი.
მე დაგინახე... გუშინ, გუშინწინ და იმის წინაც სარკეში ჩანდი.
ჩუმად იჯექი, შემზარავი, საცოდავი, ყოველთვის ყალბი...
კვლავ ის კითხვა მტანჯავს, ჩემო ანარეკლო.
არაფერი გითქვამს, ბოლო ჯერზეც უპასუხოდ დავრჩი.
როგორ ჩაიხვიე გულში ძაფის გორგლად
ასე გამფატვრელი, სულის დამშანთველი,
ბნელ ფუღუროსავით დამზაფვრელად
შავი, უნაპირო, შხამიანი დარდი.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

რას შესჭიდებიხარ ))

 


№2  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე
რას შესჭიდებიხარ ))

მეც არ ვიცი. ვიწექი და პირველი სტროფი თავისით მოვიდა. არ მომეწონა, მაგრამ დიდი პაუზა მქონდა და ვიფიქრე, ამას მაინც დავწერ-მეთქი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

guroo
სტუმარი ლილე
რას შესჭიდებიხარ ))

მეც არ ვიცი. ვიწექი და პირველი სტროფი თავისით მოვიდა. არ მომეწონა, მაგრამ დიდი პაუზა მქონდა და ვიფიქრე, ამას მაინც დავწერ-მეთქი.

მე რითმებითაც გამართული ლრქსები მიყვარს) აზრიანია. საოცრად გადმოსცემ ხოლმე ემოციებს. ცოტა თუ რითმასაც გაასწორებდი, მთლად გადასარევი იქნება ) ♡

 


№4  offline წევრი ჰაიკო

გურამ! ლექსი??????????
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№5  offline მოდერი guroo

ჰაიკო
გურამ! ლექსი??????????

რატომაც არა :დდდ შემომეწერა და გამოუქვეყნებელს ვერ დავტოვებდი.

 


№6  offline წევრი ლელა მუმლაძე

კარგია წარმატებები

 


№7  offline მოდერი guroo

ლელა მუმლაძე
კარგია წარმატებები

მადლობა❤️ ცოტა მიჭირს დადებითი შეფასების მიღება. ეჭვი მეპარება, რომ სიმართლეს მეუბნებოდეთ და კარგი იყოს ეს ლექსი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent