შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის კივილი


3-02-2022, 10:39
ავტორი MariEel
ნანახია 1 447

და ისე ჟღერდა სახელი შენი,
ვით სულთამობრძავს აღმოხდა ლოცვა,
გუარყავ როგორც გადაშთენილი,
გულის დარაბებს დავუწყე ქოლვა...

და იმ სივრცეში ფეხს იკიდებდა,
დაუჩოქველი ვნებების წყება,
ფესვებგადგმული შენი ხატება,
ირონიულად მითვლიდა ქებას...

თითქოსდა შენთვის, არადა ჩემთვის,
ფანტაზიების საამქროს განდე,
თუმცაღა გრძნობებს ღვთაებრივს სთესდი -
მანკიერებებს მე გაზიარე...

როცა ზეცისკენ აიღე გეზი,
მიწიდან შეზრდილ ფრთების სიამით -
ოცნების კიდეს შენ გაცდებოდი, რომ არა იმ მზის ფარულ ციაგი...

მე დასაბამი მოგეცი ფიქრით და აღმოცენდი ჩემდა წამებად ,
როცა ეშაფოტს მიაწყდა
ვნება, მსხვერპლად შეგწირე, თვალთ დამიბნელდა.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ასე მგონია..
დაიბადა ქალად შექსპირი..
და ჯერაც თავის
უარყოფილ საწყისს განიცდის..
ახრჩობ ასოებს, ტაეპებში..
როგორც შეშლილი)
გონს მოეგები...
გაიზარდე..
ჩვენ კი..
დაგიცდით..

 


№2  offline წევრი MariEel

ლაზარე 13
ასე მგონია..
დაიბადა ქალად შექსპირი..
და ჯერაც თავის
უარყოფილ საწყისს განიცდის..
ახრჩობ ასოებს, ტაეპებში..
როგორც შეშლილი)
გონს მოეგები...
გაიზარდე..
ჩვენ კი..
დაგიცდით..



პოეზიის ზღვაში ცურავს ეგ სიტყვები,
რითმის წყობა გეზს შეუცვლის, ატივტივებს.
ნუ ეცდები მაგ ტალღებში შეარყიო -
ის, რაც ჩემს სულს ასაზრდოებს და სძენს იმედს...

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მიჰკვალავს სამყაროს ცარიელს,
ფიქრები.. გრძნობების გადაღმა..
ტალღები განა მე ავრიე..
ბალღების ცრემლები.. გადახმა..

იმედით ზვირთამდე მივედი..
იმედი ჭიქას ჰგავს ცარიელს,
ჩაახრჩვე ზვირთებში იმედი..
უფალი ეძებე, მარიელ..

ჩაგთვლიმა ჩაძირულს ფიქრებში..
გრძნობები.. ტვირთია ხანდახან..
როგორმე.. ისეთიც.. იქნები..
ასეთიც იყავი.. ახლახან..

ჩაგხედავს თვალებში, ცარიელს,
მზისფერი სიცოცხლე ახალი,
დაიწყე.. დაიწყე.. მარიელ..
დაიწყე ცხოვრება, ახალი..

ქარი შლის, შიშველ თმის, გიშერ ფიქრს..
ძლიერიც იქნები.. ხანდახან..
დილა ღიმს, ბაგეშლილს ნაკვთებთლილს..
გადაჰყვა.. გადაჰყვა.. გადაჰყვა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent