შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურუმთა ძალა და ძალთა მსხვერპლი


5-02-2022, 21:30
ავტორი აიესმე
ნანახია 989

ქურუმთა ძალა

აი სიყვარული,ჩვენ,ქურუმებს გვკითხეთ.
რომლებმაც არ ვიცით დარდი და ტანჯვა
ქურუმებს,რომლებმაც შევწირეთ სიცოცხლე
სიყვარულის საიდუმლოს ახსნას


ჩვენ მართლა ვწყვეტთ ვარსკლავს
ჩვენ მართლა მოგვაქვს მთვარე
ჩვეენ ბევრ რამეს ვეზიარეთ
მათ შორის სიყვარულის არსს და ძალას

სხვათაშორის,აეს ძალა,ყველასთან არაა..
მხოლოდ ჩვენთან,ქურუმებთან
რომლებმაც ამ ძალის გამო გავიღეთ მსხვერპლი
დავთმეთ სხეული და სულნი ჩვენი

ოდესღაც უთქვამთ,მზე რომ ღვთის გულია
ამიტომ ყველა სხვა პროფესია,ვერაგულია
გარდა ყოვლისმომცველი ოსტატური სიყვარულისა
და ყველა განზრახვა ამაოებაა,გარდა განღმრთობისა

ჩვენი კვლევების ბოლოს,ერთხმად დავასკვენით
ვიყვირეთ კიდეც,ისე გავაცხადეთ კვლევების შედგები.
ვისაც კი სძალუძს,ამ ძალის ნამდვილი სახით ფლო-ბა
ქურუმთა შორის უძლიერესი ქურუმის ფორმაა.



ძალთა მსხვერპლი


ძალიან მაგარ ლექსს დავწერ.აი ისეთს,რომ ვერ გადაწერ
თან ისე,თვალებს არც კი გავახელ.
თავისით აიკრიფება სათქმელი,ბოლოს კლავიატურას დავამსხვრევ
მე ვიქნები ყოველივეს მთქმელი.მთვრალი,ლოთი,გაუბედურებული კაცთა მხსნელი

აი მოკლედ რას აღვწერ
მე მთვარეს ველაპარაკე
მთვარევ მთვარევ,რად-რად მაწვალებ ?
შენ არა მხოლოდ ზღვებს მიმოაქცევ.არამედ ჩემს სულს ათამაშებ

მე მზესაც ველაპარაკე
მზეო მზეო,ჩემს უსუსურ სხეულს,მიწას რად აჯაჭვებ ?
პლანეტებო,ვარსკვალვებო და ყველა ცოცხალო ველო
შეწყვიტეთ ზემოქმედება ! დავიღალე,ნუ მათამაშებთ.

მაღალო ძალებო,გაწყვიტეთ ეს რგოლი.იის,ადამიანად,რომ მაქცევს
ეშმაკებო და დემონებო,ანგელოზებო და ღვთაებებო,შეგრცხვეთ !
მე,უმწეოს,კაცის ძეს ასეთ დღეში,რომ მაგდებთ
ცოდვას მაბრალებთ,ყოველგვარი საშინელი გრძნობის განცდას მაძალებთ

ნეტავ მართლა იარსებოს სამსჯავრომ.ათასი კითხვა მაქვს,პასუხს ვერცერზე გამცემთ.
ჰოო,მოვალ ! მოვალ ! მოვალ და მითხარით.მე,კაცის ძემ,ასეთი რა დაგიშავეთ.
უეჭველია ვიხილავ თქვენს მოელვარე თვალებს.უსინდისოდ დამაბრალებთ კაცის ძის კვლას
მაშინ როცა ყველა მათგანს თქვენ კლავთ !

ამ ჯოჯოხეთში სანთელსაც არ კი მაძლევთ.მარქმევთ რაღაცა სახელს
წყვეტთ ჩემს ბედს,რომლის ბოლოც ასეთია „ის უნდა დადნეს“
მაიმუნობთ რაღაცეებს,ვიღაც მშვენიერ ქალს შემაყვარებთ.
და მეც,ყოველივეს შემდეგ ნაწყენს,გულუბრყვილო,ნაცარივით მიმოვფანტავ ტანჯვებს

დავინახავ თქვენს თვალებში,მოციმციმე ალებს
ამ სიყვარულის გამო,ვინ იცის,ავიკიდებ თქვენთან რამდენ ვალებს
ალბათ მომავალი ცხოვრებისთვის მამზადებთ.
რომ კვლავ ვიტანჯო,მოვიდე ადამიანად და ცხოვრების საშინელ ზღვაში დავიჩაგრო

ახლა მახსო/ვს ყველაფერი,რაც თავს გადამხდა
ყველაფერი რაც თქვენისგამოისობით დამემართა
მხოლოდ სიყვარულის მჯეროდა და მის უკან თქვენ აღმოჩნდით
თქვენ,რომელნიც იქმნთ ბოროტებას,ცოდვას,ყოველივე ავს და ასხავთ ზეციდან ადამიანს

თქვენ არ ანათებთ !!! ამ ჯოჯოხეთს კიდევ და კიდევ ბნელ ფარდებში ახვევთ.
თქვენ ხალხს აბნევთ.ადამიანებს თავგზა აუბნიეთ,ისინი დაკარგეთ და დაიმალეთ...
ალბათ ბრძანდებით აქვე,შორს არახართ.შესაძლოა ჩვენთან ერთად ყავასაც სვამდეთ.
არ გადარდებთ,კაცის ძე თუ ბუნკერში მქექავი დაინახეთ.

აი წვიმს,ქარი ქრის და ვგონებ,ხითხითია თქვენი
ჭექაქუხილი და ელვა,დაცემინებაა თქვენი
ამინდია ისეთი,ძაღლს არ გააგდებენ.ადამიანს არც კი მიიღებენ.
ასეა,მრავალი ღმერთი,მრავალი კერპი.
უსიცოცხლოდ დარჩენილი,უამრავი საწყალი ცოცხალი ველი



რას ბოდავ ღმერთი ?!!!

- რაა ? ღმერთიი ? ერთი ღ-მერთი იქმნს ამას ?!!! მაშ ეს... ესს,კიდევ უფრო საშინლად საოცრებაა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent