შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლა განცდები ქაოტურია


15-02-2022, 19:39
ავტორი MariEel
ნანახია 1 392

გზა გაკვალული მიუვალია,
და ეგ სიტყვებიც მხოლოდ ფარსია,
ახლა მარტია ზეცას შევქუხი
და ღრუბელთ ჯარი თავს დამხვევია.

ქვემოთ დაისი ხელს ართმევს აისს,
რომ გაიყოლოს ძლიერ სწადია,
ამ დროს აცეკვდა ცის ფონზე მზე
და დარი-ავდარიც რიტმს აჰყოლია.

ჩემი ხარხარი წვეთად იფრქვევა,
არ უჩნს საშველი ამ ორომტრიალს.
იებმა თავი დახარეს მორცხვად,
ასეთ გაზაფხულს არ შეჰხარიან.

ფირუზისფერმა დატოვა ზეცა
და ჩაიღვარა გუგებში ტიალ,
ტბასაც იგივე ბედი მოელის
თუკი დატოვებ მაგ თვალებს ღიას.

ნიავს არ ენდო ის ოხერია,
მოგხვევს სუსხისფერ სურვილთა სიას,
ჩაეკონება მაგ კისრის მალებს
და კულულებზე დაიწყებს სრიალს.

„განა რა მოხდა, თუ აურია"?
ვიცი, გაწვალებს ფიქრები ფრიად,
თუ დაგავიწყდა რად გარდაიქმნა
სიოს ალმურის მომდები ჭია?

შენში დანთებულ ნაკვერჩხალს ვებრძვი,
თუნდ ამშვენებდეს მაგ სახეს მთლიანს,
სხვებივით როდი შევტრფივარ ნაკვთებს -
ჩამონახოკსა და მაინც მზიანს.

ეგ უტყვი მზერა შენი ფარია,
მონოლოგს იწყებ ასე მგონია,
თუმცა ძველია შენი იარა,
მოვგლეჯ სიღრმიდან როგორც ხვიარას.

შემოვიჭრები უცნობი გზებით,
ექსპანსირება გარდუვალია,
თუ ჰანიბალმა მოვლო ალპები,
მე გამოვყვები სისხლძარღვებს ტრიალ...

აბზინდის სუნმა მგონი ამრია,
ან ეს სიმძაფრე გრძნობიდან ჟონავს,
ახლად შობილი ჩლიქოსნის მსგავსად,
ვდგები, ვეცემი, ნაბიჯებს ვზომავ.


და მეც ვიღვიძებ ჩემსვე სიზმარში,
სადაც კვლავ სუფევს იერარქია,
შენ - ბედუინი ღონემიხდილი,
მე - ოაზისი მირაჟად ვდგივარ....



№1 სტუმარი წის

შესანიშნავად ამოგაქვს შენი სულის სიღმრეში ჩაფლული განცდები. ის მართლაც ქაოსურია.მარა მაგარია-ყოჩაღ???? ამიტომ ეგ ნაკვერჩხალი კიდევ უფრო გააღვივე.სულ უბერე სული.სულ ! და ისეთი ცეცხლი დაანთე ჯოჯოხეთის მსახურთ,რომ შეშურდეთ.

 


№2  offline წევრი MariEel

წის
შესანიშნავად ამოგაქვს შენი სულის სიღმრეში ჩაფლული განცდები. ის მართლაც ქაოსურია.მარა მაგარია-ყოჩაღ???? ამიტომ ეგ ნაკვერჩხალი კიდევ უფრო გააღვივე.სულ უბერე სული.სულ ! და ისეთი ცეცხლი დაანთე ჯოჯოხეთის მსახურთ,რომ შეშურდეთ.


მადლობა, რომ თვალს ადევნებ ჩემს შემოქმედებას და ჯანსაღად აფასებ. ნაკვერჩხალი უფრო გაღვივდება თუ გაქრება, უცნობია. რაც შემიძლია თამამად განვაცხადო ისაა, რომ ჩემი განცდები ექსკლუზიურ კოლექციებს ქმნიან, სიზმრიდან თუ ცხადიდან, მათ ჩემში ვერ ვტევ, უნდა ამოვთქვა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent