განხეთქილება
აღარ მინდა წარვიწყმიდო სული, დავემსგავსო უარყოფილს უკუნ, საკუთარ თავს დავუწესე ზღვარი, ცალი ფეხით გავცდენილვარ ნიშნულს... ჩვენს თავზეც ხომ ბრდღვიალებდა მზე და მის სხივებში ვინთქმებოდით ერთად, შენ - პირბადრი, სურნელებით მთვრალი, შერეოდი გაშმაგებულ რემას. ის კი, ვითარც დაშრეტილი ფიალა, მოლოდინით: მოსვან მისგან - გინდ შხამი, თვისკენ გვიხმობს რომ არ იყოს ტიალად, შევავსოთ და დავეწაფოთ სიხარბით. იქ კი ვხედავ გატოტილა ბილიკი, მარჯვნივ-მარცხნივ - სულერთია აწი, ნამსხვრევებით ამოივსო ღრმული, ორივე გზას დამჩნევია კვალი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.