შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარაობად ნუ დარჩები...


28-02-2022, 13:39
ავტორი MariEel
ნანახია 1 403

არარაობავ! არსი-აზრი ცხოვრების ჰპოვე,
ნუ დაემდური ბედისწერას სიავეს შენსას.
ჩაუთრევიხარ მრუდე აზრთა ულმობელ მორევს,
ისე ჩანთქმულხარ, აღარ გესმის მაგ გულის ძგერა...

მჩხიბავს ხლებიხარ, გადიგდვია მარცვალი ყორეს,
უკვე შეთხზულით - შემოქმედის უარყავ შენ გზა.
უშრეტ სმენაში მალვით ურევ შოპენის ნოტებს
და გარდამოხსნის მოლოდინში წყვდიადში ელავ.

გზა სულ არ მიდის ორ ბილიკად, მიმოიხედე!
ან ხატით როდი უხმობ წმინდანს, ახარებ ეშმას.
ლიანდაგებზე გაწოლილი ამაოება მსხვერპლს ეძებს,
შენ კი, არც ეცადო წამოყენებას...

ჩაიხლართება ფიქრთა ჯაჭვი, გაჰყურებ შორეთს,
ასე ახლოა, დამხობილი წესრიგის ცნება.
ფანტავ იმედებს, ვით სხეულზე მიშვერილ ტყვიებს,
უსასოების ხახას აქცევ შენს ბედისწერად...

თუმცა, კიაფობს, ამჩნევ პატრუქს მგზნებარე ალით,
ვით სამსხვერპლოზე ეხილებათ თვალები ბრმათა,
მაჯას დაჰყურებ ამოუწვავთ - ის ახლა შანთით,
-"მატერიაა"! - იცინი და აგიჟებ ჯალათს.

არარაობად ნუ დარჩები, ჰპოვე რაობა!
ნათელს ბნელს ნუ ჰრევ,
ბოროტს კეთილს, გაავლე მიჯნა.
თუ ლაბირინთში შეგიტყუა აზრთა სხვაობამ -
ბრბოს ნუ აჰყვები, შთაგონებით აიჭერ ცის თაღს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent