განშორება
ცარიელ სივრცეში უკრავენ სონატებს, გაყინულ ფურცლებზე ნოტებად მემსხვრევი, გარეთ ისევ თოვს , ბგერებიც ბობოქრობს არეულ ამინდებს დღესაც არ ვნებდები. კარიდან ფანჯრებში,ფანჯრიდან ქუჩებში, დაჰქრიან,გეძებენ და შენ არ ბრუნდები თეთრმა ღამეებმაც შეწყვიტეს შეხვედრები მისმენენ ალბათ რამდენს ვევედრები ფიფქებმაც უარყვეს მიწასთან ვნებები, მე კი წარსულისთვის მაინც არ მემეტები! ვხედავ ბავშვი ხარ,მე დაგელოდები და ცხოვრებაში აღარ მოგშორდები ვერ ვხვდები დემონს რატომ ემონები და მაინც მაპატიე შენი შეცდომები .. იმედი აღარ მაქვს,მივდივარ,გშორდები. სამყარო გაჩუმდა ,დადუმდა ნოტები ტანგოს ცეკვამენ ზეცაში ღრუბლები მაინც ხომ დაუცხრეს როიალს ლტოლვები აფრქვევენ ფიფქებს და თავს ვერ ვერევი მგონი ბრბოს ისევ ყინვად ვედები მათ სიყვარულისთვის კვლავ არ ვემეტები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.