შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედი მქონია


3-05-2022, 18:37
ავტორი temur
ნანახია 2 152

საით მივყავარ ამდენ ფერებას
რა სასწაული ბედი მქონია
ღვთის წმინდანისგან განებივრება,
სიზმარია და ცხადი მგონია?
ცრემლები უკვე თითქმის გამიშრა
გული თავს მაინც მარტოს შეიგრძნობს
ვერ მოითმინა მისკენ დაიძრა
უნდა დარწმუნდეს ნახოს შეიცნოს
იქნება რაღაც ისე არ არის
დიდ სიყვარულს ხომ ასე ჩვევია
ის უფაქიზეს სიმებზე გადის
მუდამ ანგარიშ გასაწევია
მცირე შეცდომაც ტკივილს აყენებს
თუმც იგი მისთვის წარმავალია
არ გაიჩერებს წყენას არც ეჭვებს
მას გავუფრთხილდეთ ჩვენი ვალია
მაინც სიმშრალის გრძნობა მაქვს თითქოს
თუმცა მადლობას მივაგებ უფალს
მცირე წყალობა გულს უცხოდ მითბობს
გვირილის მზერა და აცხრობს სულსაც



№1 სტუმარი მარჯო

სიზმარი ლამაზ სიზმრად დარჩეს აჯობებს, რადგან რეალობას, მაინც ვერაფერი შეცვლის.

მარჯო
სიზმარი ლამაზ სიზმრად დარჩეს აჯობებს, რადგან რეალობას, მაინც ვერაფერი შეცვლის.

ძაფი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გაუწყვეტელი დარჩეს, მაგრამ ცხოვრება მის მიღმა სულ სხვა გზით განვითარდეს.

 


№2 სტუმარი მარჯი

.
temur
ეს ძაფი მარადიულია და მისი გაწყვეტა შეუძლებელია, ცხოვრებაც მის პარალელურად ივლის
და არც ეს სიზმარია ნამდვილი სიზმარი, ის რეალობაა უფრო

ნუ ეს ჩემი აზრია, თქვენი საქმისა თავად უკეთ იცით.

მე ჩემი გამოცდილებიდან ვმსჯელობ. ღმერთმა ქნას, თქვენი იყოს განსხვავებული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent