შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხვედრი


27-06-2022, 01:51
ნანახია 1 030

ხვედრი

დღეს პოეზია იაფი მეძავივით გახდილია,
არც კდემა აქვს და არც სირცხვილი,
წერა ისეთი ადვილია, როგორც ჭამა და როგორც სიცილი.
დამსხვრეულ ჩარჩოს ჰგვანან ლექსები,
გადღაბნილ სურათს ანდა ნატურმორტს,
არ იწერება ლექსი შემთხვევით,
მაგრამ შეხვდები პოეტს ნატურით...
ზოგსაც, პოეტი ლოთი ჰგონია,
(ჭიქა ღვინოზე დაგიწერს ლექსებს,)
პოეტი, ლექსის ანტიგონეა..
პოეტი, ლექსის გარეშე ვერ ძლებს,
პოეტს, რად უნდა სახლი ან კარი,
მას ხეტიალი უფრო უხდება,
ხალხს მეტად უყვარს პოეტი მკვდარი,
როცა ის ზეცას დაუბრუნდება...
გალაკტიონი გენია იყო!...
,,ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გაიარე,, პატარა ბიჭო,
შენ რას გაიგებ რაა მამული!..
მაგრამ მწირ სოფელს ქალაქი გიჯობს,
ქალაქი, წვიმით გადანამული...
ქალაქი, სადაც პოეტებს კლავენ,
ქალაქი, სადაც ატყვევებს ბალახს,
გალაკტიონი არ იყო მთვრალი,
ის სიყვარულმა გახადა ავად...
ერთ ლამაზ დილას, შეშლილ სამყაროს,
როცა ჯერ კიდეც მშვიდად ეძინა,
ფანჯრის მორყეულ კიჩოზე დადგა
ლექსის სული რომ გადაერჩინა...
ვინ ინატრებდა სიკვდილს უკეთესს?!..
ცოცხლებსაც შურდათ მკვდარი პოეტის,
მას დამსხვრეული ჰქონდა მუხლები
და ფრთებს ეძებდნენ ,,თანატოლები,,
ოხ, რა სასტიკი გახდა ცხოვრება!..
ტოვებენ მიწას, სადღაც გარბიან,
მე, კიდევ დიდხანს მემახსოვრება
გენიოსების მთელი არმია..
ალბათ, იქ ცაში, ღმერთის კრებაზე,
გამოიძახეს რიგის მიხედვით
აქ, ქილიკობენ გასვენებაზე
ლომებს თელავენ ვითომ წიხლებით..
არაფერია ისე ადვილი,
ბრბო მოატყუო ლექსის ულუფით,
მაგრამ სადაა ლექსის ბარძიმი?!..
მაგრამ სადღაა ბრძენი ურუქი?!..
დღეს ყველაფერი გაყიდულია:
სულიც, სხეულიც, ფილტვიც, ოცნებაც,
მონაგონია ახლა ურია...
ოცდაათ ვერცხლით ვინ გაოცდება?! .
და დგას პოეტი მშიერ ქალაქში,
როგორც უფალი შიშველ სხეულით,
როცა პოეტებს ვუხდით ,,პანაშვიდს,,
ცა ტირის ტიტრებჩამოხეული.

სალომე გოგოლაძე



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მელანქოლიას ჯობდა სიმართლე,
თუნდაც დარაბებჩამოხეული,
აღარ აჩვენეს სარკმლის სინათლე,
არ გადმომხტარა გალაკტიონი..
არადა რარიგ პოეტურია..
შეთხზა ლეგენდად მძიმე მკვლელობა..
ვინმეს სურვილი თუ გასჩენია,
ეზიდა მიქელ - გაბრიელობა?!
დავაგემოვნე ლექსი ფინჯანში,
სალომის კარებს აკლდა ურდული,
მე, რა ხანია, არსად მინახავს,
პოეტთა ხანა, გადაბუგული..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent