როცა გარემო ყინულისფრად დაიფიფქება..
როდესაც წავალ და მზეც რომ ჩავა, დარჩება წამით ეს სევდა ღამით! მელანქოლია - როგორც თოლია, ამ ჩემს ცხოვრებას რომ აჰყოლია.. არყოფნა, ყოფნა, სულის გაყოფა.. მწუხრის დანახვა - ღრმად გადანახვა.. საფარი თოვლის - მომცველი ყოვლის, გული ყინულის, გრძნობები - ნულის, შეკრული შუბლი - ფერია ღრუბლის! როცა დავტოვებ ნაცრისფერ ქუჩებს, და ნაფლეთ-ნაფლეთ უზენაესი რომ მომაქუჩებს.. არ ვტოვებ ვალებს, დავტოვებ თვალებს - სევდიანს, შავებს. დავტოვებ ხალხსაც - ბოროტებს, ავებს, ხალხს - ვითომ კრავებს! მომენატრება მე მხოლოდ ერთი, ამის მოწმეა მაღალი ღმერთი, თვალებს და გულსაც - სითბოთი სავსეს, გრძნობით მზისფერით მე რომ ამავსეს! არ მოიწყინო. როცა გარემო ყინულისფრად დაიფიფქება, შენი სიტყვები როცა იქცევა შავ-თეთრ ფიქრებად, მოვალ ფიფქებად, მოვალ ფიფქებად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.