ღმერთის ხმა
ღამით ფიქრები აღწევდა ჩემში, ფიქრები, რომლებიც დილამდე მჭამდა, ყველა ის ფაზა, რომელშიც შევცდი და იქ დამხმარე არავინ ჩანდა… ვფიქრობდი, ვინ ვარ, რისთვის მოვედი, როგორ გავიდა ამდენი წელი, ისევ მახსოვდა ყველა მომენტი, როცა ცხოვრებამ იცვალა ფერი… ვფიქრობდი, რაში დავხარჯე წლები, და ვინც ახლა ვარ, რამდენად კმარა, მერე მესმოდა შიგნიდან ხმები, მაგრამ ვუსმენდი მე ამ ხმებს განა? ხმები ამბობენ, რომ ვინც ვარ კმარა და არ არსებობს საზომი სულის, ვაიგნორებდი შინაგან ძალას და საკუთარ თავს განვსჯიდი გულით… თითქოს დროდადრო შეგრძნებებს ვკარგავ, სულერთი ხდება ყოველი განცდა, მე არ მინახავს ვინც რამე სცადა და ამ მცდელობით საზღვრებს ვერ გასცდა… თან ისევ კალამს ვიღებდი ხელში, ღმერთთან ერთობა ვიგრძენი ჩემში და თუ ოდესმე რამეში შევცდი, აღარ მაღელვებს თუ ამას ვერ ვცვლი… ალბათ ცხოვრებას უხდება ასე, ცრემლის გარეშე ვერაფერს ვამჩნევთ, თუკი სიბნელეს სინათლეს ვარჩევთ, ხელახლა გადავშლით ცხოვრების სარჩევს… ახალ ფურცელზე ახალი გზაა იქნებ რასაც ვწერ, ეს ღმერთის ხმაა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.