შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორნიკე გიორგაძის ლექსები


23-08-2022, 20:00
ნანახია 1 453

*******
და მომესურვა მე ლექსის წერა,
კარგა ხანია არ მიწერია,
ვიგრძენი გულის ძალუმი ძგერა,
ვგრძნობ დაძინება არ მიწერია.
ვგრძნობ გამიტაცებს ფიქრები ისევ,
ფიქრები ლექსის ლამაზი წყობით,
ვგრძნობ პოეზია დაცლილ სულს მივსებს,
და ვიწვი ლექსით, ლექსით და გრძნობით.
მე ვხვდები, რად ჰქრის ტატოს მერანი,
ლადოს რადა ჰყავს კერპად ნიკალა,
გალაკტიონი მესაფლავესთან,
სჯა-ბაასით რად გადაიღალა.
ვხვდები რით იღებს ქაჯეთის ციხეს,
ტარიელ, ფრიდონ და ავთანდილი,
თუ ტიციანმა საიათნოვას
საფლავში რად სცნო, ბრძოლის ადგილი.
მომესურვილა მე ლექსის წერა,
კარგა ხანია არ მიწერია,
და გულის ვიგრძენ ძალუმი ძგერა,
გულო რამდენხანს არ გიძგერია.
და ბორგავს, ბორგავს პოეტის სული,
,,მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“,
ო რა ჯადოა რა სიყვარული,
ვიცოცხლებ მანამ, სანამ ლექსი ჟღერს.
და მომესურვა მე ლექსის წერა,
არ მიწერია კარგა ხანია,
ლექსო ქართულო, ეს გულის ძგერა,
შენს სამსხვერპლოზე მომიტანია.
თ.გიორგაძე



მას ვინც თავის თავს დაინახავს
იყიდები, ფაქტია! თან ძალიან იაფად.
დღეს თქვენს შვილებს თავს ჭრიან
ხვალ რა ფულით მიადგამთ?!
ოცდაათ ვერცხლს აღებულს, სად წაიღებ, იუდა,
თავმოჭრილ შვილს საკურთხზე, აღებულ ფულს მიუდგამ?!
ხვალინდელ დღეს ნუ ჰყიდი! საცოდავო მედროვე,
არასდროს სჭრის ნორჩ ყლორტებს, წესიერი მეტყევე.
რაღა გრჩება ზურგს უკან, მომავალს რომ გაყიდი,
ვინ ხარ? თავს რად იფეთქებ? კამიკაძე შახიდი?
სანამ დროა დაფიქრდი, გაახილე თვალები!
მწამს, სამშობლო ძვირია, ვიდრე შენი ვალები!
მანდაც მან მიგიყვანა, ვისაც დღეს ეყიდები,
ვიცი, გჯერა, გაიგებ, ფიქრებს ნუ ერიდები.
სული უფრო ძვირია, ვიდრე რაღაც გროშები
ხალხთან ააფრიალე საოცნებო დროშები.
ჩირგვში ნუ ხარ კურდღელი, გამო რას იმალები!
ხვალ ერს,შვილს და მომავალს, გაუსწორე თვალები.

თ. გიორგაძე


................................................................................................................................

სკოლისაკენ
და აი დადგა ნანატრი დილა,
რომ სასწავლებლის შევაღო კარი,
ღრმა სიხარული გულს რომ შეზრდილა,
იქნება ჩემთვის პირველი ზარი.
ზარი, რომლითაც მოსწავლე ვხდები,
დღეს აჟღერდება ნანატრ ჰანგებად,
და ჩვენი ტოლი ძმები და დები
ვიქცევით სკოლის ამხანაგებად.
მასწავლებლები ცოდნის მჭედლები,
მეცნიერების გაგვიღებს კარებს,
მე მომელიან სკოლის კედლები
მე და სწავლისთვის მზადყოფთ პატარებს.
ვისწავლით! აი, რისი თქმაც გვინდა,
რადგან სამშობლოს ასე სჭირდება,
რომ ვასახელოთ მამული წმინდა,
საქვეყნოდ ვჭედოთ მისი დიდება.

(ეძღვნება ჩემს შვილს, ქრისტინეს.)





******
ქუჩაში ვათენ-ვაღამებ,
გამო ძრწოლის დაშიშისა,
იქნებ და ვინმე დავლანდო,
ადამიანის ჯიშისა.
ტირილ-წუწუნი არ მიყვარს,
შექმნა ვაის და ვიშისა,
მე მოსაუბრეს დავეძებ
და არა მტვირთავს ქვიშისა.
მარტო ვარ ბებერი მგელი,
კომით დამლევი ღვინისა,
დრო მიდგას არაფრის მთქმელი,
ფიქრნი მბურღველნი ტვინისა.
გაფრინდა წუთისოფელი,
ვარდობის ხანა გაცივდა,
ვიდექ ვით მეფისტოფელი,
მზე მათბობდა თუ მაწვიმდა.
ეხლა მეწვია სიბერე,
ვარ მარტოკაცი ეული,
გედის სიმღერა ვიმღერე,
და სიკვდილს ელის სხეული.
მოკლეა წუთისოფელი,
გზა ეკლიანი სავალი,
არ შეარცხვინო მშობელი,
და შენი შთამომავალი.
ყველაში გმირს ნუ დაეძებ,
რჩეულთ ხვედრია გმირობა.
კაცზე დაბლა არ დაეცე,
ღმერთს მიეც ამის პირობა.
გაივლის ვინმე ტაატით,
შენს მოსაუბრეს მონახავ,
და მოვა კაცი საათით,
შენ უფლის ძე და მონა ხარ!

თ.გიორგაძე



ეიფორია
ლექსად მიყვარს ლაპარაკი,
ლამაზ სიტყვად როკვა მიყვარს,
თუ არ მოხდა ფათერაკი,
სექსს არ მოვთხოვ ბუდარიხას.
თუმცა ესეც კი ყოფილა,
გამირისკავს ხიშტზე თვალი,
სახლში მისულს ერთ-ერთ დილას,
ქალის მეცვა მე საცვალი.
მოპარული მიყვარს სექსი,
კარადაშიც ვიცი ძრომა,
მუზა მოსკდა მოდის ლექსი,
ამიტომ და იმიტომა.
ცხოვრებაა მეტად რთული,
თუ არ იცი სიტკბოს ფასი,
ხან სექსია სიყვარული,
ხან კი ღვინით სავსე თასი.
ხან ერთ ღერ პაპიროსის,
არ მქონია ძმაო წვდომა,
ჩრდილში წოლა კიპაროსის,
არ შემეძლო ამიტომაც.
ბოთლში ჩამწყვდეული ჯინი,
აბა, მითხარ რა ჯინია!
სიცოცხლეა თვითონ ჟინი,
სად ჯინებიც იცინიან.
ერთი ორი, ერთი ორი,
ფრენა მინდა მაღლა ცაში,
მე თვითონ ვარ მეტეორი,
მილიარდი წელი წამში.
გაიღვიძეთ! რატომ ბორგავთ?
ექთანის ხმა მესმის ყურში,
ერთად ვნახე მეტეორი,
კოსმოსი და ბაიყუში.

თ. გიორგაძე





შვილიშვილებს
ჭყაპი-ჭყუპი, ტირის მთვარე,
ცრემლით მორწყო არე-მარე,
დამეკარგა სადღაც მზეო,
მზე ღრუბლებში დავკარგეო.
გადირია მასზედ ქარი,
ბუნება აქვს საზიზღარი.
დატრიალდა აიფხორა,
ფოთლით დააყენა გორა.
აქ ყინვამა ჭყიტა თვალი,
ზამთარს სთხოვა ძველი ვალი,
ღამე თეთრად დაითრთვილა,
გაყინული დაგვხვდა დილა.
მერე სადღაც მიძინებულს,
მზეს ამბავი ამცნო ჩიტმა,
მზემ გიორგის ატირებულს,
ფანჯარაში შეუჭყიტა.
გაიხარეთ სულის მზენო,
თიკო, ლიზი, ანა, დაჩი,
ონავრევო, სიცოცხლენო,
ყვავილებო ყვავილნარში.
ტასო, ელე, ნიკო, გიო,
ვარსკვლავებით გქონდეთ მზეო,
ღმერთის ლოცვა შეგეწიოთ,
თქვენ მარადის სიცოცხლეო.
თ.გიორგაძე


.....................................................................................................................................................
სვანეთის მთების ამაყი შვილი,
სიკეთის ერთგულ მედროშედ დავრჩი,
ადექით ფეხზე, შეწყვიტეთ ძილი!
მე ტვილდიანი მოვსულვარ დაჩი.
ჩემი ქვეყანა, მთა საყვარელი,
მინდა ვადიდო ვარსკვლავთა სწორე,
ვარ ჯიშით სვანი, გასაკვირალი,
ქართულ ჯიშსა და გენს ვეამბორე.
,,ჩამიდეთ მჭიდში ცამეტი ტყვია",
მე გაბრაზება ვიცი სვანური,
მტრებო იცოდეთ მე დაჩი მქვია,
მზრდიდა ქართული იავნანური.
კავკასის ქედზე ამირანს ხუნდებ,
დაუგლეჯს, დაჰფლეთს ჩემი ტორები,
ქართული დროშა რომ არ გახუნდეს,
მუხლებზე ჩოქვით ვეამბორები.
მომავალი ვარ და მზის ნათელი,
სიკეთის ერთგულ გუშაგად დავრჩი,
ჩემი სახელი არის ქართველი,
საზღაპრეთიდან მოსული დაჩი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent