შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხვალ თუ არა


3-09-2022, 22:21
ავტორი melina
ნანახია 2 913

მოხვალ თუ არა


დღემდე არასდროს არ მიფიქრია,
რა იქნებოდა რომ არ მენახე,
გავაგრძელებდი ალბათ ცხოვრებას
წყნარად და მშვიდად როგორც შენამდე.

შემოიჭერი ქარიშხალივით,
ერთად არიე სულის სიმები,
ჩემთვის მზე მაშინ ანათებს მხოლოდ,
ყოველთვის როცა შენ იღიმები.

ბედნიერი ვარ როცა გიყურებ,
თუნდაც შორიდან, ჩუმად გხედავდე.
და ამ მოპარულ, ყოველ ღიმილზე
გული სულ უფრო, მეტად ღელავდეს.

რა იქნებოდა რომ არ მენახე,
არ მიფიქრია ამაზე, არა
ალბათ არასდროს დამღლიდა განცდა,
ფიქრი იმაზე მოხვალ თუ არა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent